თვის ბოლოდან სინოპტიკოსები ისევ წვიმასა და სეტყვას ელიან


26-27 ივნისს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია.

მათივე ცნობით, 28-30 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ასევე სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. 1-2 ივლისს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვლავ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
წვიმაა მოსალოდნელი თბილისშიც, თუმცა, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვერბგვერდი გვაუწყებს, 1-ლი ივლისიდან დედაქალაქში ნამდვილი პაპანაქება იწყება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები