"ჩვენ ყველას დავეხმარებით, ექიმები ვართ და ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ გული მწყდება ნებისმიერი არსება რომ გებულობს მზეს რომ უნდა მოერიდოს და ადამიანები ჯიუტად არ უფრთხილდებიან თავს! 6 საათი რომ მზის ქვეშ დგას ადამიანი და დამწვრობას მიიღებს, მერე იმას უბედურ შემთხვევას ხომ ვერ დავარქმევთ!?" _ ამბობს ექიმი გუგა ქაშიბაძე, რომელიც ქვეყანაში დამწვრობის შემთხვევების გზარდილ სტატისტიკაზე საუბრობს და გვასწავლის როგორ უნდა მოვიქცეთ დამწვრობის მიღების შემთხვევაში, ვიდრე ექიმამდე მივალთ...
_ არ ვიცი რამ გამოიწვია, მაგრამ წელს დამწვრობის შემთხვევვების სტატისტიკა მომატებულია. მზეზე რომ გაჩერდები ადამიანი
_ ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობა იყო წელს?
_ უკვე მაგ სიტყვის ხსენებაც აღარ მინდა და საბედნიეროდ წელს არ ყოფილა... ჩვენ ყველას დავეხმარებით, ექიმები ვართ და ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ გული მწყდება ნებისმიერი არსება რომ გებულობს მზეს რომ უნდა მოერიდოს და ადამიანები ჯიუტად არ უფრთხილდებიან თავს! 6 საათი რომ მზის ქვეშ დგას ადამიანი და დამწვრობას მიიღებს, მერე იმას უბედურ შემთხვევას ხომ ვერ დავარქმევთ!? იყო მაგალითად შემთხვევა, როდესაც იმერეთში გოგონა მზეში 7 საათის განმავლობაში ჩოგბურთს თამაშობდა და იმდენად ცუდად გახდა, ხუთი დღე რეანიმაციაში გვყავდა მოთავსებული.
_ დამწვრობის მიღების შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, ვიდრე ექიმამდე მივალთ?
_ აუცილებელია ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მიღება! დამწვრობის კრემი უნდა წაისვას, კარგია ბევრი სითხე და არავითარ შეთხვევაში მზეზე გასვლა! მზე როცა ზენიტშია, მხოლოდ სანაპიროზე კი არ არის საშიში, არამედ ქოლგის ქვესაც, რადგან მზის სხივებს უამრავი საგანი ირეკლავს! მერე ჩივიან რატომ დავიწვიო... აუცილებლად უნდა დაიწვან მზისგან დამცავი კრემი, რომელიც ყველა აფთიაქშია და აფთიაქი ყოველი ფეხის ნაბიჯზე!
_ გასარუჯად მხოლოდ ლეღვის ნახარში არ არის გავრცელებული. მაგალითად არის ნიგზის ზეთი და ატასგვარი ბუნებრივი საშუალებები... ესენიც საშიშია?
_ ფარმაცევტული კომპანიები წლების განმავლობაში მუშაობენ ლოსიონებზე, თანაბარი რუჯის მიღება რომ უზრუნველყონ და რატომ გონია ვირაცას რომ მეცნიერებზე უკეთეს მეთოდს გამოიგონებს! უმჯობესია ყოველთვის აფთიაქში შეძენილი კრემებვით ვისარგებლოთ!
მანანა გაბრიჭიძე
კომენტარები
თავის დამკვიდრება არ ჭირდება ისედაც დამკვიდრებულია და ვინც იცნობს ყველა დამეთანხმება!