ქართული კინოს კიდევ ერთი გამარჯვება - მარიამ ხაჭვანის ფილმმა პრესტიჟული კინოფესტივალის ჯილდო მოიპოვა

ცნობილ საკურორტო ქალაქ კარლოვი-ვარიში ტრადიციულ და საკმაოდ პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმმა "დედემ" ჟიურის პრიზი დაიმსახურა - ფესტივალზე ფილმი ნაჩვენები იყო საკონკურსო პროგრამაში East to the West (დასავლეთის აღმოსავლეთით). ეს მარიამის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, მანამდე მას დიდი წარმატება მოუტანა მოკლემეტრაჟიანმა "დინოლამ", რომლის მიხედვითაც არის გადაღებული "დედე". 
მარიამს ვულოცავთ ამ გამარჯვებას და კიდევ მეტ წარმატებებს ვუსურვებთ.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები