შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის ფაქტები გამოვლინდა. ეს დელფინები შესაძლოა, დაავადებულნი იყვნენ და მათი შეხება საშიშია ადამიანისთვის. გთავაზობთ განცხდებას, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თავის გვერდზე გაავცელა:
„გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების(დელფინების) გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოუწოდებენ ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს. 2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის
ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა.
მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობას ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153“.