საბჭოთა მოქალაქეები ყველაფერს ინახავდნენო...
ჩვენი ოჯახი არ ყოფილა გამონაკლისი თუმცა, ბებიას თავისი წესი ჰქონდა: იგი ცდილობდა შეენახა ის, რაც არ ვარგოდა და ეხმარა ის, რაც ძალიან კარგი იყო. დიდი პაპის ნაქონი Villeroy & Boch-ის სერვიზი და ვერცხლის დანა-ჩანგალი ყოველდღიური ყოფის ნაწილი იყო, ბოლოს იმ სერვიზის სულ მცირე ნაწილი გადარჩა. ასევე შემორჩენილი იყო კუზნეცოვის სერვიზიც, რომლის დიდი ნაწილიც ჩვენს სახლში მომხდარ კატასტროფას შეეწირა და დაილეწა. ულამაზესი, ვეება ფაიფურის ლანგრები ახლაც თვალწინ მიდგას. იმ ლანგრებზე ხინკალს იღებდნენ ხოლმე.
ბებია სიძველეებს არ სცნობ
და და თვალი საბჭოთა სიახლეებისკენ ეჭირა. გაუთავებლად ყიდულობდა შესაკერ მატერიებს და "ობშეპიტის" ჭურჭელი საპატიო ადგილზე ელაგა, თან, რომ გენახათ, რა რაოდენობით ჰქონდა ნაყიდი... მე და მარიკა სახლს რომ ვალაგებდით, მთელი ეშელონი თლილი ჭიქები ვიპოვეთ, აი, ზუსტად ისეთი, საბჭოთა სასადილოებში ჩაისა და კაკაოს რომ ასხამდნენ.
პაპისეული ძველი გრამოფონი ჯერ კიდევ ჩვენამდე დაუმტვრევიათ ბიძაჩემებს ბავშვობისას, რადიოლები და ფირსაკრავები მე და გიორგის დაკვირვების ობიექტად იქცა და დღეს არც კი ვიცი, ამ რამდენიმე ანტიკვარული ხელსაწყოდან რომელიმე მაინც თუ მუშაობს. გრამოფონიდან კი ბებიაჩემის დამ დიდი ხნის წინ გააკეთა ძაფების ჩასადები ყუთი, რაზეც ძალიან მწყდება გული. ის ერთი სკივრი სათამაშოებია, რომლებიც ბებიამ საზეიმო ვითარებაში გადმომცა და მითხრა, დედიკოსი იყო და გაუფრთხილდიო. მეც "გავუფრთხილდი" და იმ სათამაშოების ხსენებაც აღარ არის.
სარდაფში შენახული ძველი ნივთები, რომლებიც ბებია-ბაბუებისთვის უსარგებლო ნივთებად აღიქმებოდა, გვიან დავაფასე და შევიყვარე. ბროლის სამარილეებსა და მისსავე ვერცხლის კოვზებს ხელიდან ვერ მტაცებდნენ, თოჯინების სერვიზი მეგონა. ბებიას ძალიან უყვარდა ჩეხური ბროლი, მართლაც ძვირფასი ნივთებიდან დიდი ბებიის ჩინური ფაიფურის ჩაის ჭიქას და დედას სამელნეს ინახავდა დიდი მოწიწებით.
ბებია საერთო ჯამში ინახავდა ყველაფერს ძაფიდან უსარგებლო ხის ნაფოტამდე: არაჟნის ყუთებს, რძის ბოთლებს, ათას სისულელეს. ახლად ნაყიდი ნივთები საპატიოდ, ჩემოდნებში იყო მოთავსებული და დამალული. ნაჭრების გარდა იყო სუფრები, ქალის პერანგები და ჩულქებიც კი... ნაკლებსაპატივსაცემო ნივთები სარდაფში ინახებოდა.
ბებია ასევე შავი დღისთვის ინახავდა დიდი რაოდენობით ახალთახალ ქვაბებს, რომლებსაც მერე მივუჩინე თავისი ადგილი და მშვენივრად გამოვიყენე. ასევე დიდ მემკვიდრეობად მიმაჩნია თუჯის ტაფები, თანგირა ქვაბები და სპილენძის თასები. სარდაფი საოცარი ადგილია ჩვენს სახლში, იდუმალი, მშვიდი, წითელი აგურით ნაშენი კოხტა იშებით, სადაც მურაბები ინახება, ზაფხულში გრილი და ზამთარში - თბილი. აქ სულ ერთნაირად ყურძნის სუნი დგას და ასე მგონია, რაც არ უნდა მოხდეს, ეს სუნი სულ იქნება, ისეა კედლებში გამჯდარი. ერთხელ ძველისძველ ტომარაში უამრავი სახეობის ძველისძველი სანელებლები ვიპოვეთ, გადასარევად შემონახული და მას შემდეგ მე მიხაკ-დარიჩინი, ილი, ბაჰარი და ხმელი ჯანჯაფილი აღარ მიყდია. ეს სანელებლები დიდი პაპის მემკვიდრეობას წარმოადგენდა, უხსოვარ დროს, კომუნისტებამდე თავისი მაღაზია რომ ჰქონდა... აქვე უპოვნია მამას ძველი ნემსკავები, რომლებსაც თურმე დიდხანს იყენებდა.
სარდაფის გარდა არანაკლებ საინტერესო იყო ე.წ. "ბალკონქვეშეთი", სადაც რას არ იპოვნიდა კაცი... პაპას მშვენივრად ჰქონდა მოწესრიგებული იქაურობა, როცა ცოცხალი იყო. ლურსმნები, ჩაქუჩები, ხერხები, შალაშინები, ხელეჩოები და წალდუნები... პაპაჩემი მევენახე იყო და ძველისძველ მოჭიქულ ქოთნებში, რომლებიც ადრე მაწვნის ჩასადედებლად გამოიყენებოდა, შაბიამანს ინახავდა, ასე რომ, შაბიამნის პარტიაც გვქონდა. აქვე იყო ძველისძველი თუნგები, კასრები, დოქები, რომლებიც მერე გადავახარისხეთ მე და მანომ... ბებიასეული ფანატიკური შიშის გამო ყველა ფასეული თუ იაფფასიანი ნივთის თბილისში წამოღება მოგვიწია, ნაწილი გავაჩუქეთ ბებიას საყვარელ ადამიანებზე, ნაწილი კი უკან, თელავში გავამგზავრეთ.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ავლადიდების, რაც ბებიამ შემოგვინახა და დღეს სულაც არ ვფიქრობ, რომ არასწორად მოიქცა, გული მხოლოდ იმ ანტიკვარულ სერვიზებზე მწყდება, სათანადოდ რომ ვერ გავუფრთხილდით.
ქეთევან ადეიშვილი