რა დაგიჯდებათ სხვადასხვა ტრანსპორტით გამგზავრება საქართველოს 5 კურორტზე - დათვლილი ფასები


დასვენების სეზონი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ბევრს არდადეგებისა თუ შვებულების გასატარებლად სასურველი მიმართულება ჯერ არ შეურჩევია. როგორც წესი, სეზონურად, როგორც მგზავრობის, ისე საცხოვრებელი ბინების ფასებიც იზრდება, განსაკუთრებით კი ზღვისპირეთში, სადაც ივლის-აგვიტოში უამრავი დამსვენებელი ჩადის.

ჩვენ დავთვალეთ მგზავრობის ხარჯები, რომელიც დაგჭირდებათ საქართველოს 5 საკურორტო ზონაში - ბათუმში, რაჭის კურორტებზე, მესტიაში, ბახმაროსა და შატილში გასამგზავრებლად.


ბათუმი
ბათუმამდე მგზავრობა როგორც მატარებლით, ისე თვითმფრინავით, მიკროავტობუსითა და მინივენითაც შეგიძლიათ. "შტადლერის" მატარებლის ბილეთების ფასი 1-ელი ივლისიდან გაიზარდა და პირველი კლასის ბილეთი - 60
ლარი, მე-2 კლასი 24 ლარი, ხოლო ბიზნეს კლასი - 99 ლარი ღირს.

ამავდროულად, თუ ღამის მატარებლით მგზავრობას გადაწყვეტთ, პირველი კლასის ბილეთში 40-ს, ხოლო მეორე კლასის ბილეთში 24 ლარს გადაიხდით.

დამსვენებლების დიდი ნაწილი ბათუმში ჩასვლას ავტობუსით ამჯობინებს. "მეტროს" ავტობუსების მგზავრობის ფასმა ივლის-აგვისტოში 5 ლარით მოიმატა და 30 ლარი გახდა, ხოლო თუ მიკროავტობუსით ან მინივენით მგზავრობას გადაწყვეტთ, ამაშიც დაახლოებით 25-30 ლარს გადაიხდით.

უფრო კომფორტულად და სწრაფად მგზავრობისთვის ბათუმში თვითმფრინავით ჩასვლაც შეგიძლიათ. თბილისი-ბათუმის რეისის საფასური სამუშაო დღეებში დაახლოებით 175 ლარიდან იწყება, ხოლო კვირა დღეს ამავე ბილეთში დაახლოებით, 120 ლარს გადაიხდით.

ამასთან, ბათუმის მიმართულებით რეისები ხორციელდება ნატახტრის აეროდომიდანაც. ყოველდღე ოთხშაბათის გარდა, ნატახტარიდან ბათუმისკენ 90 ლარად იმგზავრებთ.

რაც შეეხება ბინებს, უძრავი ქონების ვებ-გვერდების მიხედვით, ბათუმში ბინის დღიურად დაქირავება 30 ლარიდან იწყება. თანხაში ერთი საძინებელი, აბაზანა, სამზარეულო, ინტერნეტი და პირველადი მოხმარების ნივთები შედის, თუმცა ამ ღირებულების ბინები ზღვის სანაპიროდან მოშორებით მდებარეობს. ფასები კი კომფორტისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იზრდება. მაგალითად, 110 ლარად, 4 პერსონაზე გათვლილი ბინის დაქირავება შეგიძლიათ, რომელიც ფასის შესაბამისად, კეთილმოწყობილი და კომფორტულია. ბულვარის სიახლოვეს მდებარე ბინის ფასები კი შედარებით მაღალია და უძრავი ქონების სააგენტოების მიხედვით, მინიმუმ 70 ლარიდან იწყება.


რაჭის კურორტები
თუ ზღვისპირეთში დასვენება არ გსურთ და დროის მთაში გატარებას არჩევთ, ამისთვის რაჭის კურორტები - შოვი და უწერა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. კურორტები სუფთა ჰაერითა და მშვიდი გარემოთი გამოირჩევა, საღამოს საათებში კი აქ საკმაოდ გრილა, შესაბამისად, შეგიძლიათ, ქალაქის სიცხეს თავი დააღწიოთ.განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები