სოფლის რომანტიკა ქალაქის ჯუნგლებში - საოცარი სახლუკი 5-სართულიანი კორპუსის სახურავზე

მრავალსართულიანი სახლების სახურავმა შეასაძლოა მრავალფეროვანი სიურპრიზები შემოგთავაზოთ. ეს საოცრება ნიუ-იორკის ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის სახურავი გახლავთ. ეს გააკეთა ადამიანმა, რომელიც ვერ ეგუებოდა ქალაქურ ჯუნგლებს და საკუთარ თავს სოფლის რომანტიკული აპარტამენტები აჩუქა.

1980 წელს ნიუ-იორკის 72-ე ქუჩაზე ეს შენობა კერძო პირმა შეისყიდა. მე-4-5 სართული დუპლექსად აქციეს, რომლის საერთო ფართი 185 კვადრატული მეტრია. ეს საცხოვრებელი მაღალჭერიანია. აქ არის დიდი მისაღები, სასადილო და ოთხი საძინებელი. საერთო ჯამში მთელ დუპლექსში 22 ფანჯარაა, რაც მთელი სახლის განთებას უზრუნველყოფს მთელი დღის განმავლობაში და რაც მთავარია, ეს განათება არის
ბუნებრივი.

თუმცა ამ შენობის მთავარი მარგალიტი სტუდიოს ტიპის მიშენებაა, რომელიც გარედან ფრანგული სტილის სოფლის ტიპის კოტეჯს წააგავს, ამ პატარა მიშენებაში აბაზანაც კი არის.

დღესდღეობით ეს სახლის სახურავზე გაკეთებული დუპლექსი იყიდება. სახლის საწყისი ფასი 3,5 მილიონო დოლარია.


კომენტარები

ნინო 2017-08-16 20:30
აი დღეს უკვე დაგვიანდა და ხვალე წავალ და ვიყიდი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები