თბილისის დამახინჯებისა და მწვანე საფარის განადგურების ხარჯზე ქალაქში გაალმასებულ მშენებლობებს ბევრი ადამიანი აპროტესტებს და სხვადასხვანაირად ეხმაურება. ტელეკომპანია "კავკასიის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი მათ შორის არის. მან ვრცელი პოსტი მიუძღვნა ამ თემას:
"ძალიან მიყვარდა ადგილი, სადაც ათწლეულებია ვცხოვრობ. წლების მანძილზე არ გამჩენია სხვაგან გადასვლის სურვილი. მიზეზები: სახლთან პარკი, სიმწვანე, აუზი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სიმშვიდე, კარგი ხედები, სუფთა ჰაერი (შედარებით თბილისის სხვა უბნებთან), ნაკლები ღრიანცელი და საცობები. რა ხდება დღეს: სკოლა და საბავშვო ბაღი ჯერჯერობით ისევ არსებობს (ეს უკანასკნელი წლების წინ ძლივს
გადაურჩა რამდენიმე დეველოპერულ ჩანაფიქრს), თუმცა პარკი თანდათან ხმება და პატარავდება. გარშემო სახლები შემოუშენეს და ერთი ყველა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ისე ჭრის ხეებს და ისე ღობავს პარკს, არავინ ხმას არ ცემს.
თანდათან სუნთქვა აქაც ისეთივე აუტანელი გახდა, როგორც უბნების უმრავლესობაში. აუზი გაიყიდა და მის ადგილზე დღეს 20-სართულიანი კორპუსია ჩაყუდებული. გვერდით კიდევ ერთ ასეთს აშენებენ. კორპუსის წინ მუდმივი საცობებია, იმიტომ რომ ერთ წვრილ ქუჩაზე ორივე მხარეს ამ ოცსართულიანი კორპუსის მანქანებია გამწკრივებული და სკოლის შესასვლელთან ბავშვები და მანქანები ერთმანეთს ახტებიან. ბავშვი სკოლაში რომ მიდის, შიშით ვუყურებ ფანჯრიდან. სახლთან ძლივს მიდიხარ, იმიტომ რომ გარშემო ყველაზე წვრილ ქუჩებზეც კორპუსები ჩააყუდეს და ორმხრივი მოძრაობის ქუჩებში მანქანის გასავლელად მხოლოდ ერთი ზოლია დარჩენილი. ხედები აღარ მაქვს, იმიტომ რომ ყველა მხარეს ცხვირწინ მახინჯი კორპუსები ამიშენეს. ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ აღარ მინდა აქ ცხოვრება და სერიოზულად დავფიქრდი სხვაგან გადასვლაზე.
ჰოდა, იცით რა მაინტერესებს? მე უკვე გაქცევა მინდა აქედან და იმ ახლად აშენებულ ჯართ კორპუსებში ვის რა ჯანდაბად გინდათ ბინები და აქ გადმოსვლა? აუტანელია უკვე აქ ცხოვრება. რისთვის გვინდა ან მშენებლობა, ან ბინა, თუ იქ ცხოვრება, არსებობა და ელემენტარულად სუნთქვა აუტანელია?

კომენტარები