ბევრს ჰგონია, რომ მილიონებად შეფასებული უძრავი ქონება მხოლოდ პრესტიჟულ კურორტებზე და ცნობილ ქალაქებშია, თუმცა ძვირადღირებულ სახლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნახავთ.
გამონაკლისს ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს. ინტერნეტპორტალ Saqme.ge-ს დირექტორ ნიკა ჯაფარიძის თქმით, სახლის სიძვირეს მისი ფართობი და კომფორტი განაპირობებს:
"რამდენიმე მილიონად შეფასებული სახლები თბილისშიც არის. ჩვენს ვებგვერდზე ახლაც ნახავთ განცხადებებს, რომელთა ავტორები მყიდველს ძვირადღირებულ საცხოვრებელს სთავაზობენ. მილიონიანი ბინა შეიძლება კორპუსშიც იყოს, თუმცა უმეტესად ეს კერძო სახლებია. როდესაც უძრავი ქონების ფართობი დიდია, ეს მის ფასზეც მოქმედებს და ასეთი საცხოვრებელი ბინა უფრო
ძვირიც ღირს. მილიონიანი სახლები უმეტესწილად ძველ უბნებში იყიდება, მაგალითად, აბანოთუბანში არის ახალაშენებული სახლები, რომლებიც 1 მილიონი ღირს. ტრადიციულად სახლები ვაკეში ყველაზე ძვირი ღირდა, მაგრამ დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა ძველ უბნებზეა. საბურთალოზეც იყიდება კერძო სახლი, რომელიც 1 მილიონ ლარზე მეტი ღირს. საკმაოდ ძვირია სახლები დიღომში - საშუალოდ, 1-2 მილიონი ლარი. ახლაც, დიღომი-7-ში არის სახლი, რომელიც 2 მილიონ ლარად იყიდება. 2 მილიონზე მეტი ღირს სახლი, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარეობს, ასეთივე ფასად ყიდიან სამსართულიან, კეთილმოწყობილ სახლს ისანში, მეტროსთან ახლოს. ბაგებშიც იყიდება კერძო სახლი 1 მილიონ 600 ათას ლარად. ძველ უბნებში ასეთი სახლები კიდევ უფრო ძვირად ფასობს. როგორც წესი, ეს სახლები ძალიან კომფორტულია, მათ მფლობელებს ძვირადღირებული რემონტი აქვთ ჩატარებული, ეზოს ფართობიც დიდია, ზოგიერთ ძვირ სახლში არის შიდა და გარე აუზები, ევრორემონტი, კონდიცირების სისტემა და ყველანაირი კომფორტი, რაც 21-ე საუკუნეს შეეფერება", - ამბობს ნიკა ჯაფარიძე.
მისი შეფასებით, თბილისის ახლოს აგარაკებიც საკმაოდ ძვირი ღირს.
"ამჟამად წყნეთში იყიდება სახლი, რომელიც 1 მილიონ 200 ათას ლარი ღირს. იქვე, წყნეთში არის დასახლება, რომელსაც "კაკლები" ჰქვია, ამ დასახლებაში ყველა სახლი ძვირია. ეს არის 2-3-სართულიანი კომპლექსები, რომლებიც საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ასევე ძვირი ღირს კეთილმოწყობილი სახლები საგურამოში. სხვათა შორის, თბილისშიც შემოდის ტენდენცია, რომელიც მთელ მსოფლიოში იგრძნობა: შეძლებული ხალხი ქალაქგარეთ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ამჯობინებს ცხოვრებას. ბოლო ხანებში კიდევ ერთი ტენდენცია იკვეთება: ის უბნები, რომლებიც ადრე პრესტიჟულად მიიჩნეოდა, ახლა იმდენად პრესტიჟული აღარ არის: იქ იმდენი
სახლი ააშენეს, რომ ლამის კორპუსი კორპუსზეა მიდგმული. ბუნებრივია, ასეთ ადგილებში საცხოვრებელი ბინების ფასმაც დაიკლო", - აღნიშნავს ნიკა ჯაფარიძე. გაგრძელება+ფოტოგალერეა