რა აკავშირებდათ სერგო ზაქარიაძესა და სოფი ლორენს - საოცარი შეხვედრა

ისინი ერთმანეთს 1965 წელს მოსკოვში მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალზე. მიწვეულ სტუმრებს შორის ცნობილი იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი გახლდათ. სწორედ იქ გაიცნო მან "ჯარისკაცის მამა" სერგო ზაქარიაძე. მათ ერთად რამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, ღონისძიების შემდეგაც ისაუბრეს, ივახშმეს...
როგორც ფოტოებიდან ჩანს, სოფი აშკარად მოხიბლული იყო ქართველი მამაკაცით... თავად სერგო ზაქარიაძე კი ამ შეხვედრის შესახებ ბევრს არაფერს ამბობდა, მხოლოდ იმას აღნიშნავდა, სოფი მართლაც ულამაზესი და უშუალო ქალია, მაგრამ ქართველებს სილამაზე სხვაგან საძებარი არ გვაქვსო. ეს კი მათი მცირეხნიანი შეხვედრებისა და ურთიერთობის ამსხველი ფოტოებია.















კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები