საქართველოში პირველი თოვლი მოვიდა. მესტიაში, თეთნულდზე უკვე თოვლის საფარი ჩანს. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ნელი ნავერიანის თქმით, თოვლი მთაში ზღვის დონიდან 3000 მეტრზე სამთო სათხილამურო ტრასაზე მოვიდა და მთის კალთებზე თოვლის საფარი საკმაოდ ჩანს.
მისივე ინფორმაციით, მთაში თოვა წელს უჩვეულოდ ადრე დაიწყო, რაც წლევანდელმა უამინდობამ განაპირობა.
„ბარიდან ჩანს, რომ მთის კალთები დაფარულია თოვლით. შარშან ოქტომბრის დასაწყისში მოვიდა პირველი თოვლი“, - განაცხადა გამგებლის მოადგილემ.