ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა ეს მშრომელი გოგონა ფართო საზოგადოებას გააცნო:
"გაიცანით 19 წლის ქრისტინა ტუფურია.
ის, ალბათ, ყველაზე პატარა გოგოა, რომელიც თბილისის დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ქალაქზე 2017 წლის აპრილიდან ზრუნავს.
მუშაობს ნაძალადევში.
პარალელურად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მე-3 კურსზე, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს.
უნდა, რომ კარგი ექიმი გამოვიდეს.
იქნება კიდეც, რადგან მოტივირებულია.
ერთი ის არის, რომ ძალიან სურს, მივეჩვიოთ ნარჩენების ნაგვის ყუთში ჩაყრას და მეტად მოვუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას.
მე სიამოვნებით გავითვალისწინებ ქრისტინას სურვილს".