მამამ შვილს ისეთი სათამაშო სახლი აუშენა, უფროსებიც რომ იოცნებებენ იქ ცხოვრებაზე

რას არ გააკეთებ საყვარელი ოჯახის გამო. აი, როგორი საჩუქარი გაუკეთა მამამ საკუთარ ქალიშვილს. სახლი სოკოს წააგავს და ძალიან ოსტატურად და სუფთად არის გაკეთებული. ამ სახლმა 2017 წელს ნამცეცა სახლების კონკურსიც კი მოიგო.

ნამუშევრის ავტორი იხსენებს, როგორ გადაუხადა 12 წლის ქალიშვილმა მას 500 ფუნტი სტერლინგი და პატარა, სოკოს მსგავსი სათამაშო სახლის აშენება სთხოვა.
სახლის აშენების დროს მამა ინტერნეტით ხელმძღვანელობდა. სახლი ორსართულიანია და მეორე სართულზე ასვლა კიბით არის შესაძლებელი.

მამამ გადაწყვიტა, სახლისთვის ზღაპრული ელფერი შეეძინა და ერთ-ერთი ფანჯრის მაგივრად ფერადი ვიტრაჟი ჩასვა.
სახლი იმ ზომის არის, შიგნით არა მარტო თამაში, ცხოვრებაც არის შესაძლებელი. სახლი იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ მისმა ავტორმა ციცქნა სახლების კონკურსში გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება.

დაგვეთანხმებით ალბათ, რომ ასეთ სახლზე ყველა ბავშვი ოცნებობს.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები