იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში გასულ ზაფხულს გვალვა გახანგრძლივდა, ძალიან ცხელოდა, რამაც გარკვეული ზარალიც გამოიწვია, ჩნდება კითხვა, - როგორი იქნება ზამთარი? როგორც ამბობენ, უმკაცრესიო...
სწორედ ამის გასარკვევად გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსს, რამაზ ჭითანავას მივმართეთ.
"გვალვა გამორჩეული და იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ არის. ბოლო 50 წლის განმავლობაში ბევრად გახშირებულია, ვიდრე ადრეულ წლებში ყოფილა, რასაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. გვალვა, თუ გახსოვთ, 2000 წელსაც მასშტაბური იყო, რომელმაც სერიოზული ზარალი გამოიწვია, დაახლოებით, 300 მლნ ლარი. წლევანდელიც
მნიშვნელოვანი იყო, ხანგრძლივი და ზარალიც დიდია, მაგრამ არ მგონია, მთლად იმ დონის იყოს, როგორც 2000 წელს", - გვეუბნება ბატონი რამაზი.
რაც შეეხება მომავალი ამინდის პროგნოზს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რესპონდენტის თქმით, შესაძლოა, ტემპერატურამ დაიკლოს (უკვე დაიკლო კიდეც), იყოს ნალექი, ზოგან ჭარბი და წყალმოვარდნაც. მაღალ მთაში წვიმა თოვლში გადაიზარდოს. ზოგადად კი შემოიჭრება ჩრდილოეთიდან ჰაერის ცივი და ნოტიო მასები.
- და ასე გაგრძელდება?
- ტემპერატურა თანდათან ისევ აიწევს. მთლიანობაში რომ ვთვქათ, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი, რომელიც მთელ მსოფლიოში გარკვეული დაკვირვებით დგება, მოსალოდნელი ზამთარის შესახებ, არ არის სწორი. შარშანაც ასე ამბობდნენ, მაგრამ არ გამართლდა.
- მოკლედ, მოარული ხმა, რომ მომავალი ზამთარი ანომალური იქნება, არ დასტურდება.
- რაც უფრო დიდია წინსწრება პროგნოზირებისა, მით უფრო ნაკლებია მათი გამართლებადობა. ჩვენ გვაქვს წვდომა მსოფლიო მოწინავე პროგნოზის ცენტრებთან, ვიცნობთ მათ მონაცემებს, და ამიტომ ვერც დავადასტურებთ, რომ განსაკუთრებით მკაცრი იქნება ეს ზამთარი. ჯერჯერობით არანაირი საფუძველი არ არის იმის, რომ განსაკუთრებით ანომალურად ცივ ზამთარს უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება მომავალ თვეს განაგრძეთ კითხვა