10 ყველაზე უცნაური ყვავილი მსოფლიოში


მიუხედავად იმისა, რომ ყვავილებს ყოველდღიურად ხშირად ვხედავთ, მათი სილამაზე ყოველ ჯერზე აღგვაფრთოვანებს. გვირილების, იების, იასამნების, ტიტების და სხვა ყავილების ნახვა უპრობლემოდ შეგიძლიათ ყვავილების ნებისმიერ მაღაზიაში ან თუნდაც ქალაქის სკვერებსა თუ ბაღებში, თუმცა ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუტხეში სრულიად იცხო, უჩვეულო სილამაზის მცენარესაც შეიძლება გადააწყდეთ და დაგვიჯერეთ, გაოცებას ვერ დამალავთ. ამ ყვავილებმა აღაფრთოვანა მსოფლიო.


10. რაფლეზია (Rafflesia arnoldii)
ამ ყვავილს არ აქვს არც ღერო, არც ფოთოლი, არც ფესვი, აქვს მარტო სუნი. სამაგიეროდ, ამ მცენარეში 5-7 ლიტრი წყალი გროვდება. ეს ყვავილი პარაზიტად ითვლება.
იგი ხარობს ფილიპინებზე, კალიმანტანში, კუნძულ სუმატრაზე.


9. ამორფოფალუსი (Amorphophallus)
ის ტიტანური ზომის ტროპიკული მცენარეა. აქვს ძალიან ცუდი სუნი. ამორფოფალუსი ბერძნული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც უფორმო ფალოსი. ამ ყვავილის სიმაღლე 2,5 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე 1,5 მეტრს. თავდაპირველად ეს მცენარე ინდონეზიაში აღმოაჩინეს. დღესდღეობით ამ ყვავილის დანახვა ძირითადად ბოტანიკურ ბაღშია შესაძლებელი.


8. ვოლფია (Wolffia angusta)
ვოლფია კი პირიქით, ყველაზე პატარა მცენარეა. მისი ზომა 0,5-ქ,8 მმ შორის მერყეობს. ეს ყვავილი წყლის ზედაპირზე ხარობს. სახელი მცენარეს ცნობილი გერმანელი ბოტანიკოსის და ენტომოლოგის, ვოლფის პატივსაცემად დაარქვეს.


7. ვნებიანი ფსიქოტრია (Psychotria elata)
ეს ყვავილი მსოფლიოში ყველაზე პიკანტური ყვავილის წოდების მატარებელია. ხალხი მას “ვნებიან ტუჩებს” უწოდებს. ფსიქოტრია ტენის მოყვარული ტროპიკული მცენარეა. მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა.


6. ორქიდეა კალანია (Caleana major)
ეს საოცარი ყვავილი მფრინავ იხვს წააგავს, ამიტომაც უწოდებენ მას “მფრინავ იხვს”. ეს პატარა მცენარე მხოლოდ 50 სმ სიმაღლის იზრდება. ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ამერიკაში ხარობს ძირითადად ევკალიპტის ხის ქვეშ.


5. სექსუალური ორქიდეა (Drakaea glyptodon)
ეს ყვავილი კარაზანის გარკვეული სახეობის მეცელს წააგავს. უფრო მეტიც, ის გამოყოფს ისეტივე ფერომონებს, როგორსაც მდედრი კრაზანა. ეს ყვავილი ავსტრალიაში ხარობს.


4. აფრიკული ჰიდნორა (Hydnora africana)
ეს პარაზიტი ყვავილი აფრიკის უდაბნოსი ხარობს. ის შეეზრდება ხოლმე სხვა მცენარის ფესვებს და მისგან იკვებება. ეს მცენარე ძირითადად მიწის ქვეშ ხარობს, მიწის ზედაპირზე კი საკმაო ნალექის მოსვლის შემდეგ ამოდის. ეს ყვავილი ხოჭოების მეშვეობით იმტვერება, რომელთაც მათი მტვერი გადააქვთ.


3. პასიფლორა (Passíflora alata)
ამ ყვავილის 500-მდე სახეობა არსებობს. მისი დიამტერი 10 სმ-ს აღწევს. ხარობს ძირითადად ლათინურ ამერიკაში.


2. დროზერა (Drósera)
ეს მცენარე იჭერს მწერებს. ხარობს ჭაობებში, ქვიშასა და მთებში.


1. ნეპენტეს ატენბორო (Nepenthes Attenboroughii)
ეს უჩვეულო ყვავილი 2000 წელს აღმოაჩინეს. მთა ვიქტორიაზე მეცნიერები ამ ყვავილის უზარმაზარ ფიალებს წააწყდნენ, ეს მტაცებელი მცენარეა, რომელიც მღრღნელებით იკვებება. ამ მცენარის შესწავლა დღესაც მიმდინარეობს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები