როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან, თუ სახლში ავადმყოფი გვყავს

ბრძოლის საშუალებები

  • ანტისეპტიკი
  • სამედიცინო სპირტი და ბამბა
  • სარეცხის მანქანა
  • მათეთრებელი
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანა



რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

  • კარის სახელურები და სხვა ისეთი ზედაპირი, რასაც ხელით ხშირად ეხებით
  • ლოგინის თეთრეული, პირსახოცი, პლედი, ბალიში
  • პირადი ჰიგიენის ნივთები, კბილის ჯაგრისი, ჭიქა, დანა-ჩანგალი, ცხვირსახოცი



როგორ უნდა მოვიქცეთ
  1. კარგად გაწმინდეთ კარის სახელურები, ტელევიზორის პულტი როგორც წესი, ბაქტერიები ამა თუ იმ ზედაპირზე 48 საათის განმავლობაში რჩება.
  2. ხშირად ცვალეთ ლოგინის თეთრეული და პირსახოცები და გარეცხეთ ყველზე მაღალ ტემპერატურაზე. ამის შემდეგ თავად სარეცხის მანქანის გასუფთავებაც შეგიძლიათ, ჩართეთ ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე რეცხვის რეჟიმი, თუმცა არაფერი გარეცხოთ,
    უბრალოდ, ჩაასხით მანქანაში მათეთრებელი.
  3. ყურადღება მიაქციეთ ჭურჭელს, ნუ გააჩერებთ გასარეცხ ჭურჭელს. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ ავადმყოფის მიერ ნახმარი ცხვირსახოცები თუ ხელსაწმენდები არსად დარჩეს, ის მაშინვე გადაყარეთ. ეცადეთ ავადმყოფს გამოუცვალოთ პირადი ჰიგიენის ნივთებიც, ტანის ღრუბელი და კბილის ჯაგრისი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები