„Free Europe”-ის ფოტოგრაფი ამოს ჩაფლი (Amos Chapple ) თუში მწყემსების ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც თუშეთის მთებიდან ცხვრებს ზამთრის საძოვრებისკენ ერეკებიან. ამ მოგზაურობას მან უწოდა: deadly, boozy journey (სამკვდრო-სასიცოცხლო მოგზაურობა ალკოჰოლთან ერთად)
ფოტოგრაფი აღწერს მწყემსებთან ერთად გატარებულ დღეს. რეპორტაჟს ულამაზესი ფოტოები ახლავს.
გზა მიუყვება უმშვენიერეს აბანოს უღელტეხილს, რომელიც ზღვის დონიდან 2,800 მეტრზე მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად ითვლება. უღელტეხილიდან მოჩანს ულამაზესი ტბები და კლდეები. თუშმა მეგობარმა მწყემსებმა ზაფხულში დატოვეს თავიანთი სოფლები და ცხვრები თუშეთის მთაში საძოვრად ამოიყვანეს, ხოლო ოქტომბერში უკან
ერეკებიან ზამთრის საძოვარზე. მწყემსებს თან ახლავთ მეცხვარე ძაღლები. ისინი იცავენ ფარას მგლებისგან.
თუშეთის მთიდან ცხვრების ჩამოყვანა ზამთრის საძოვრებისკენ მეტად რთული პროცესი აღმოჩნდა. იმის გამო, რომ ძალიან სახიფათო გზებია, მეცხვარეები ნელა დადიან და დაახლოებით 12 საათი უწევთ სიარული. შუადღისკენ ისინი მიწაზე სუფრას შლიან, რომელიც შედგება კიტრი-პომიდვრის სალათისგან, კონსერვებისგან და ქართველთათვის დამახასიათებელი ჭაჭა-არაყისგან.
ცოტა ხნის დასვენებისა და სადილის შემდეგ, გზას აგრძელებენ. გზაზე რამდენიმე ცხვარი დაშავდა, ზოგიც დაიკარგა, ზოგი კი კლდიდან გადავარდა. მეცხვარეებს დანაკლისი საკმაოდ ბევრი აქვთ. იხილეთ ფოტოები