"ტოიოტა კავკასიამ" ახალი Land Cruiser Prado წარმოადგინა. საქართველოში ახალი მოდელის პრეზენტაცია 7 ნოემბერს, შატო მუხრანის ტერიტორიაზე გაიმართა.
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.
"ლენდ კრუიზერი" ნამდვილად გამორჩეული და პოპულარული ავტომობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალ პრადოს ქართული საზოგადოება დიდი სიხარულით მიიღებს" - განაცხადა ტოიოტა კავკასიის პრეზიდენტმა მიცურუ კონიშიმ.
" Land Cruiser Prado" - ს 2018 წლის მოდელი გამოირჩევა ექსტერიერის ახლებური, უფრო თანამედროვე
და გამოკვეთილი სტილით, დახვეწილი, კომფორტული და მაღალი ხარისხის ინტერიერის დიზაინით, გაუმჯობესებული დინამიკური მაჩვენებლებითა და მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი შესაძლებლობებით. ავტომობილი აღჭურვილია დამატებითი უგზოობის ოფციებით, რომელიც მაქსიმალურად უადვილებს მფლობელს გადაადგილებას უგზოობის პირობებში . განახლებულია საჭეც, რომელიც "Toyota Land Cruiser 200 (V8)" მოდელების საჭეების მსგავსია.
შატო მუხრანის ტერიტორიაზე, ჟურნალისტებსა და სხვა სტუმრებს, განახლებული "ლენდ კრუიზერ პრადოს" ტესტირების საშუალება თავად მიეცათ.
"ტოიოტა კავკასიის" პროდუქტის და ფასთწარმოქმნის სპეციალისტის, გაგა კოხრეიძის თქმით, "ნებისმიერ მძღოლს, ახალ "Toyota Land Cruiser Prado" - ს საჭესთან შეუძლია თავი ნამდვილ ოფროუდერად იგრძნოს. ეს შესაძლებელია რამდენიმე ფუნქციით, ერთ-ერთი მათგანი არის ცოცვის რეჟიმი, რომელიც ინტეგრირებულია მტს-სთან (მულტი რელიეფის სელექცია), მისი მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 5 სხვადასხვანაირი რელიეფის შესაბამისი მოჭიდება. ისეთი მძიმე უგზოობა, როგორიცაა ქვიშა, თოვლი, ტალახი და ქვაღორღი ახალი პრადოს მფლობელებისთვის ადვილად გადასალახი დაბრკოლება იქნება. ასევე, დამატებითი ოფციაა, 360 გრადუსიანი კამერა, რომელიც შესაძლებელს ხდის, მძღოლმა აკონტროლოს პერიმეტრი და ის ძალიან მოხერხებულია ქალაქის პირობებში პარკინგის დროს ან საცობებში სიარულისას. გარდა ამისა, მანქანა აღჭურვილია ქვედა რელიეფის მონიტორის სისტემითაც, რომელიც მძღოლს საშუალებას მისცემს დაინახოს რა ხდება ავტომობილის ძარის ქვეშ."
ახალი "პრადოს" ინტერიერი ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და "Premium Beige", რომელიც სრულიად ახალია. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმებას აგვირგვინებს - "Silver Hairline" მეტალისებური ტექსტურით დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის პულტის დამუშავებას და სრულიად ახალ მუქ ყავისფერ ხის მსგავს იერს ესადაგება.
ავტომობილი უკვე გაყიდვაშია ტოიოტას ოფიციციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრ თეგეტაში, ხოლო უფრო დეტალური ინფორმაცია მის შესახებ ხელმისაწვდომია ტოიოტას ოფიციალურ web-გვერდზე: www.toyota.ge.
თეკლა ჯანელიძე