არც ისე დიდი ხანია, რაც ინგლისელმა პიანისტმა, კომპოზიტორმა, დირიჟორმა მაიკ ვარდმა და ქართველმა პიანისტმა ქეთი ვარდმა (ასათაშვილი) საქართველოში იქორწინეს. წყვილი საქართველოში ცხოვრება გადაწყვიტა და რუსთაველზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში იქირავეს მოკრძალებული ბინა. როგორც ქეთიმ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სახლი მათთვის არის ადგილი, სადაც მყუდროდ და დაცულად გრძნობენ თავს. მისთვის და მისი მეუღლისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ურთიერთობები და არა მატერიალური სიმდიდრე.
- ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო ძალიან მოულოდნელად და სწრაფად დაგვირგვინდა ქორწინებით. მაიკმა შემთხვევით ინტერნეტში მოუსმინა ჩემი კონცერტის ჩანაწერს და როგორც თვითონ მიყვება, აღფრთოვანდა და გადაწყვიტა სოციალური ქსელით მოვეძებნე. დამეკონტაქტა ფეისბუქის საშუალებით როგორც კოლეგა და ასე დავიწყეთ პირველად ურთიერთობა. იმ პერიოდში მე ვიყავი მარტოხელა ორ შვილიანი დედა, ხოლო მაიკი - არც ისე დიდი ხნის დაქვრივებული. ორივეს გული გვქონდა ნატკენი და გაუმართლებელმა წარსულმა რაღაცნაირად უფრო მეტად დაგვაკავშირა. მაიკმა სულ რამდენიმე კვირაში შეიძინა ბილეთი და გადმოფრინდა საქართველოში.
ჩვენი პირველი შეხვედრა იყო საოცარი, თბილისის აეროპორტში. ამ დღეს ვერც ერთი ვერასოდეს დავივიწყებთ. ეს ნამდვილად იყო ერთი ნახვით შეყვარება! იმ დღესვე მაიკმა მითხრა, რომ ჩემს გარეშე არ შეეძლო ცხოვრება და უნდოდა ჩვენი ოჯახის წევრი გამხდარიყო. ეს ნამდვილად მოულოდნელი და დაუჯერებელი იყო, თუმცა იმდენად ძლიერი და გულწრფელი გრძნობა გაჩნდა ჩვენ შორის, ვერ უთხარი უარი. ერთმანეთის პირადად ნახვის მეორე დღეს, 11 აგვისტოს მოვაწერეთ ხელი.
- რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი?
- ჩვენთვის სახლი არის ოჯახი, სადაც მყუდროდ და დაცულად ვგრძნობთ თავს. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ღირებულია ურთიერთობები და არა მატერიალური სიმდიდრე. მთავარია ოჯახში სიყვარული იგრძნობოდეს და არა ფუფუნება.
- რამდენი ხანია რაც ამ სახლში დაბინავდით?
- დაახლოებით რვა თვეა აქ ვცხოვრობთ. გარკვეული პერიოდი წყნეთში ვცხოვრობდით, სუფთა ჰაერზე გვინდოდა ყოფნა, მაგრამ ბავშვების გამო ცოტა მოუხერხებელი იყო იქიდან ქალაქში სიარული. მარიამი პირველ გიმნაზიაში სწავლობს, შიოც აქვე დადის ბაღში და აქედან გამომდინარე, ეს სახლი ჩვენთვის სასურველი და მოსახერხებელი იყო.
როდესაც ინგლისიდან წამოვედით რაც გვქონდა ავეჯი, სულ თან წამოვიღეთ. ძალიან ბევრი იყო, ამიტომ ნაწილი აკადემიაში განვათავსეთ, ნაწილი ახალდაბაში, ნაწილი კი ამ სახლში.
ძალიან საინტერესო ინტერიერი გვაქვს აკადემიაშიც, რადგან მაიკის მთელი საოჯახო ავეჯი, ინსტრუმენტები იქ გვაქვს განთავსებული. დიდი რაოდენობის ინსტრუმენტები და წიგნები გვაქვს. ჩვენ ამაში უფრო დიდ ბედნიერებას ვპოულობთ, ვიდრე ფუფუნების საგნებში.
- რატომ გადაწყვიტეთ მთელი ეს ინვენტარი ინგლისიდან საქართველოში წამოგეღოთ?
- მაიკს ძალიან უყვარს თავისი ნივთები. უზარმაზარი ბიბლიოთეკა აქვს, ამის გარეშე არსად არ წავიდოდა, ამიტომ ბიბლიოთეკიდან დაწყებული, ინსტრუმენტებით და ავეჯით დამთავრებული, თუ რამე ქონდა აქ ჩამოვიტანეთ. მაიკისთვის თითოეულ ნივთს თავისი დატვირთვა აქვს და გარკვეულ ისტორიასთან, ამბავთან ასოცირდება. ბევრ ცნობილ მუსიკოსთან ქონია ურთიერთობა. ზოგი ნივთი ვისი ნაჩუქარია, ზოგი ვისი. თუმცა საბოლოო ჯამში ყველა ძვირფასია მისთვის.
პატარა ვიოლინოებიც გვაქვს და როცა სახლში ვართ, ყველა ერთად ვუკრავთ. ისევე როგორც ჩვენთვის, ბავშვებისთვისაც ფასეულია ინსტრუმენტები და წიგნები.
- არ გაუჭირდა საქართველოში ცხოვრება?
- ძალიან მოსწონს საქართველო, ამიტომ აქ ცხოვრება არ გასჭირვებია. ვეუბნები ბავშვები, რომ წამოიზრდებიან ინგლისში წავიდე თქო და უარზე. თუმცა კონცერტების გამო ძალიან ხშირად გვიწევს გამგზავრება.
თავიდან, როცა დავქორწინდით ვგეგმავდით ინგლისში საცხოვრებლად გადასვლას, მით უმეტეს, მაიკს ქონდა ძალიან კარგი სამსახური - დედოფალ ეთელბურგას სახელობის კოლეჯში იყო საფორტეპიანო განყოფილების ხელმძღვანელი. თითქმის ერთი წლის განმავლობაში 30-ზე მეტი ფრენა შეასრულა საქართველოდან ინგლისში, რომ პარალელურად ემუშავა და თან ჩვენთან ერთად ყოფილიყო. პრობლემას წარმოადგენდა ჩემი შვილების ქვეყნიდან გაყვანა. მარი და შიო ინგლისის სკოლაშიც კი მოვაწყვეთ (ყოფილი მეუღლე არ მაძლევდა ნებას, ბავშვები ქვეყნიდან გამეყვანა). რადგანაც ეს პრობლემა მოუგვარებელი იყო და რა თქმა უნდა, ჩვენთვის წარმოუდგენელი გახლდათ ჩვენი შვილების გარეშე ყოფნა, მაიკმა მიიღო გადაწყვეტილება, ყველას აქ, ჩვენს ულამაზეს თბილისში გვეცხოვრა.
- დისკომფორტს არ გიქმნით ხშირი გადაადგილება?
- ძალიან რთულია, მაგრამ ყოველი გამგზავრების დროს რაღაც სიახლე შემოდის ჩვენს ცხოვრებაში და ეს გვიხსნის დისკომფორტს. თან მეც და მაიკიც შემოქმედებითები ვართ და ახალ სახლებსაც სხვანაირი თვალით ვუყურებთ. წარმოიდგინეთ რამხელა ბარგით დავდივართ. როცა საქართველოში ჩამოვბარგდით, ავეჯის გარდა 380 მარტო ყუთი იყო. ამ ყუთებიდან დღემდე არ მაქვს ყველა გახსნილი. ნაწილი აგარაკზე წავიღეთ.
- ინტერიერში როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
- მაიკისთვის უფრო მეტად საინტერესოა ძველი, მყუდრო სტილის სახლებია, ვიდრე ფეშენებელური ვილები. იტალიური ეზოები, მაღალჭერიანი, ძველებური სტილის სახლები, თითქოს უფრო არტისტულია. ამ სახლს ბზარებიც კი აქვს, მაგრამ ეს თავისებურ ეფექტსაც კი ქმნის. სწორედ ეს სახლი ძალიან უხდება მაიკლის ხასიათს.
- თქვენი გემოვნება რამდენად ემთხვევა ერთმანეთს?
- აბსოლუტურად ემთხვევა. ჩვენთვის ღირებული არ არის სიმდიდრე, ძვირადღირებული მანქანები. მითუმეტეს, რომ გვაქვს იმის საშუალება ეს ყველაფერი გვქონდეს. სულ ახლახან ახალი ინსტრუმენტი შევიძინეთ და უბედნიერესი ვარ. ჩვენთვის ეს არის ბედნიერება. სახლში აურა უნდა მომეწონოს და არა შეღებილი კედლები.
როგორც გითხარით, რასაც აქ ხედავთ ყველაფერი ინგლისიდანაა ჩამოტანილი. ჭურჭელი, სარკეები, საათები, მოქარგული ბალიშები და ა.შ. ძალიან უყვარს მაიკს პატარა სანათები და უამრავი გვაქვს. ყველგან სანათები ულაგია. შემოვლილი აქვს მთელი მსოფლიო და სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ჩამოჰქონდა ავეჯი. ზოგი მაროკოდან აქვს ჩამოტანილი, ზოგი კი სხვა ქვეყნებიდან. უყვარს დიდი სივრცე, დაბალი განათება და მაღალჭერიანი ოთახები. ეს სახლი, რომ ვიქირავეთ მუქი კედლები დაგვხვდა და დიდად არ მოგვწონს. ჩემი გემოვნებით როცა შევღებავ, უფრო კრემისფერში და ნათელ ფერებში გადავწყვეტ.
- რის მიხედვით აქვს ეს ავეჯი შერჩეული და რამდენად აქტუალურია ეს სტილი ინგლისში?
- ეს ავეჯი არის ტრადიციული ინგლისური კლასიკური ანტიკვარული სტილი. ყველა ოჯახში, ვინც მოყვარულია კლასიკური სტილის აქვს ესეთი ავეჯი. მაიკს კლასიკური სტილი უფრო მოწონს ვინდე მოდერნი. ზოგადად უმეტესობა ინგლისში კლასიკურ სტილს ანიჭებს უპირატესობას. მსგავსი ავეჯი საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ დიდ ხანს ძლებს. მაგალითად ეს დივანი არის ნამდვილი ტყავი და ძალიან კომფორტულია. ძალიან უყვარს მაიკს სარკეები და უამრავი სარკე გვაქვს. ორ სართულიანი სახლი გვაქვს ინგლისში, იქ დაცალა სახლი და ყველაფერი აქეთ წამოიღო. ხან მიკვირს, არ ვიცი სად ტევდა ამდენ რამეს.
- თქვენ როგორი ურთიერობა გაქვთ სარკესთან?
- არაჩვეულებრივი. როგორც ყველა ქალს მეც საოცრად ახლო ურთიერთობა მაქვს სარკესთან.
- რას შეცვლიდით ამ სახლში?
- შეცვლის რა მოგახსენოთ, მაგრამ ძალიან მინდა დავაგოთ რბილი იატაკი. თუმცა ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს, რომ ძალიან რთული მოსავლელია და არც ვიფიქრო საქართველოში მისი დაგება.
- როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე, როცა ყველა სახლში იკრიბებით?
- მე და მაიკს არანორმალურად დატვირთული გრაფიკი გვაქვს. კვირაში მხოლოდ ერთი დღე გვიწევს სახლში ყოფნა. როცა სახლში ვარ ვცდილობ მაინც ვიმეცადინო. ეხლა ვიყიდე სპეციალური ინსტრუმენტი, რომელსაც აქვს ყურსასმენები. მეცადინეობის დროს არც მე მეშლება ხელი და სხვებსაც არ ესმით მუსიკის ხმა. ბავშვები ძალიან ცელქობენ და ძნელია მათთან ერთად დალაგებულ სახლში მშვიდად დაჯდე. სანამ პატარები არიან ვფიქრობ სახლში რემონტი არ უნდა გაკეთდეს. მათთვის ჩვეული მოვლენაა კედლების შეღებვა, შპალერის ახევა და ა.შ.
- როგორი დიასახლისი ხართ? ქართული კერძებით თუ ანებივრებთ მეუღლეს?
- რომ გითხრათ, ძალიან კარგი დიასახლის ვარ-თქო, მოგატყუებთ, თუმცა როცა დრო მაქვს ვცდილობ რაღაცეები მოვამზადო. მე და მაიკს აბსოლუტურად გვაქვს განაწილებული სახლის საქმე და თანაბარ ყურადღებას ვაქცევთ შვილებს ორივე. მაიკს ძალიან უკვირს და არ მოსწონს, როდესაც ოჯახში ტრადიციულ სუფრასთან მოვხვდებით და მხოლოდ ქალები ალაგებენ, უმასპინძლდებიან. მახსოვს, პირველ პერიოდში, როდესაც ჩვენთან სტუმრად ოჯახის წევრები ან მეგობრები მოდიოდნენ და ყველა მე მთხოვდა გამასპინძლებას, მაიკს ძალიან უკვირდა. ახლა უკვე ყველამ იცის და პირდაპირ მაიკს სთხოვენ, მისი უგემრიელესი ყავის მომზადებას. ზოგადად ძალიან კარგი კულინარია, მისი ჰობია ტრადიციული ინგლისური და არა მხოლოდ ინგლისური კერძების მომზადება. შეიძინა ქართული ტრადიციული კერძების რეცეპტების წიგნი და პერიოდულად ცდის ხოლმე მომზადებას. ქართულის შესწავლასაც ძალიან ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით უჭირს.
- როგორია თქვენი საოცნებო სახლი?
- ჩემი საოცნებო სახლი არის იქ, სადაც იქნება ჩემი ქმარი და იქნებიან ჩემი შვილები. მაიკს ძალიან უნდა კერძო სახლი ქალაქგარეთ. ახალდაბაში გვაქვს აგარაკი და მეუბნება, რომ იქიდან ვიაროთ სამსახურში. მე ვამბობ, რომ შორია, თუმცა ეს მაიკისთვის არაფერია, რადგან ინგლისში სულ ასე დადიან. მაიკი სანამ სამსახურამდე მივიდოდა ხშირად ორ საათზე მეტ ხანს მგზავრობდა. ჯერ ბავშვები პატარები არიან და გაუჭირდებათ, რომ წამოიზრდებიან მერე ვნახოთ რა იქნება.
მერი ბლიაძე