საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ "თელასის" კომუნალური გადასახადის ქვითრებში, მოხმარებული ელექტროენერგიის გამოანგარიშებისას, ცდომილებებს აწყდება. "კვირის პალიტრა" ერთ-ერთ მოქალაქეს გაესაუბრა და მისი არგუმენტები მოისმინა.
გ.რ.: - ყოველთვის არა, მაგრამ პერიოდულად "თელასის" ქვითრებში ცდომილებებს ვაწყდები. შარშან "ფეისბუკზე" შემთხვევით ვნახე ქვითრის ფოტო და პოსტი, რომლის ავტორიც დარღვევებზე წერდა. მანამდე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ შემდეგ დავინტერესდი და როცა ჩემი ქვითარი გადავამოწმე, აღმოჩნდა, რომ მეც იგივე პრობლემა მქონია - გადასახადი არ იყო დაანგარიშებული დახარჯული კილოვატების შესაბამისი ტარიფით.
- რას გულისხმობთ?
- ხომ არის დაწესებული
დახარჯული კილოვატების მიხედვით 3 სახის ტარიფი? ქვითრის უკანა მხარესაც დატანილია განმარტება წვრილი, ნაკლებად შესამჩნევი შრიფტით: "101 კვტსთ-ის ჩათვლით - 12,98 თეთრი/კვტსთ; 101-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 16,992 თეთრი/კვტსთ; 301-დან და მეტი - 21,4760 თეთრი/კვტსთ". მე დახარჯული მქონდა 285 კვტსთ, ანუ მეორე კატეგორიის ტარიფის შესაბამისი რაოდენობა, თუმცა "თელასს" გადასახადი უმაღლესი ტარიფით ჰქონდა დაანგარიშებული. მიზეზის მოსასმენად კომპანიაში დავრეკე. მათ ამიხსნეს: მარეგულირებელს დადგენილი აქვს ტარიფი, 30 დღეში რამდენ ელექტროენერგიასაც დახარჯავთ, გადასახადი იმის მიხედვით უნდა დავიანგარიშოთო. ჩემს ქვითარზე 29 დღის ანათვალი იყო. ამიტომ, როგორც ჩანს, ზეპირად დაუმატეს, საკუთარი ვარაუდით, რომ 30-ე დღეს ჩემ მიერ დახარჯული კილოვატების რაოდენობა საკმარისი იქნებოდა დანახარჯის მაღალი ტარიფით დასათვლელად. რომ ვიკითხე, რატომ არ მოვიდა თქვენი წარმომადგენელი 30-ე დღეს მონაცემების ჩასაწერად-მეთქი, პასუხი არ გამცეს. მოკლედ, სამართლის ძიებაში თვე-ნახევრის განმავლობაში მომიწია ბიუროკრატიულ ლაბირინთებში სიარულმა "თელასსა" და მარეგულირებელ კომისიას შორის. საბოლოოდ მარეგულირებელმა, მართალი ხართო! დაახლოებით 15-ლარიანი ცდომილება მეორე თვის გადასახადში გაასწორეს და შემდეგი თვის თანხა სამართლიანად გადამახდევინეს. ასე დასრულდა პირველი გაუგებრობა.
2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში კი ზუსტად იგივე განმეორდა. ისევ 29 დღის ანათვალი ჰქონდა აღებული "თელასის" წარმომადგენელს. დახარჯული მქონდა 295 კვტსთ და მიანგარიშეს მესამე ტარიფით (301 კილოვატიდან ზემოთ). დავრეკე კვლავ კომპანიაში და მარეგულირებელში გადამამისამართეს, კვლავ ვიარე წინ და უკან. საბოლოოდ ისევ მითხრეს, მართალი ხართო. ამჯერად განსხვავება ის იყო, რომ არჩევანი შემომთავაზეს - თუ გნებავთ, კომუნალურის გადახდა დააგვიანეთ, "თელასს" ჩვენ ვაცნობებთ, რომ ზედმეტი თანხა გამოგდით გადახდილი და დენი არ ჩაგიჭრანო. პირველად თუ თვე-ნახევარი დამჭირდა, ამჯერად მალევე ვიპოვე სამართალი. თუმცა მალევე, 2017 წლის დეკემბერ-2018 წლის იანვრის ქვითარი რომ მომივიდა, ისევ ცდომილება აღმოვაჩინე. ამჯერად 34 დღეზე იყო თანხა დაანგარიშებული, შესაბამისად, დანახარჯი მეტი გამოდიოდა - უმაღლესი ტარიფის შესაბამისი. ისევ დავრეკე "თელასში"... თუმცა ამ ქვითარმა სხვა შეკითხვაც გააჩინა.
განაგრძეთ კითხვა