"მომავალ წელს გუდაურში ვაპირებ სრიალს" - უკრაინელი ჟურნალისტის მოწოდება

გუდაურში მომხდარის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტი ტანია გონჩაროვა საკუთარ მოსაზრებას "ფეისბუკის" პირად გვერდზე აქვეყნებს...
"მოსვენებას მიკარგავ ის სიტუაცია, რაც გუდაურში მოხდა. ყველას თავისი შეფასება აქვს, მაგრამ არც მომსახურების სფეროზე გვაქვს წარმოდგენა, არც სათხილამურო ტრასაზე.
ამ სერიიდანა CNN -ის ვიდეოს კომენტარებიც: "ეს ატლანტიდან შორსაა? ტრამპი არ ზრუნავს ქვეყანაზე, დამნაშავეები რესპუბლიკელები არიან არა, ძმობილო! ეს ესესერია... საქართველოა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა!..."  ღმერთო ჩემო! საერთოდ გაუნათლებლები ხართ! რა საბჭოთა? გეოგრაფიის აზრზე არ ხართ! ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომლის ნაწილიც პუტინის მიერაა ოკუპირებული, ტრამპი არაფერ შუაშია...
გამოირთო
ელექტროენერგია, გზა გაჩერდა, მაგრამ მოულოდნელად უკუღმა დატრიალდა. რატომ არ გამორთეს ტუმბლერი? - კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ჟღერდა. ქართველებმა ჯერ ერთი მუხრუჭი ჩართეს, შემდეგ - მეორე, მაგრამ არც ერთმა არ იმუშავა. მუხრუჭმა იმიტომ არ იმუშავა, რომ საბაგირო მაქსიმალურად იყო გადატვირთული ხალხით.

"მთვრალი ქართველები" - ეს დაუშვებელია, გუდაურში მათ მკაცრად აკონტროლებენ. მაშველები 8 წუთში მოვიდნენ. არ ვცდილობ ქართველების გამართლებას. უბრალოდ, 100 წყარო გადავამოწმე. ყველაზე დიდი აბსურდი მომხდარში ნაცინალურობის საკითხია. საბაგიროთი ჩინელებიც სარგებლობდნენ, გერმანელებიც, ავსტრიელებიც. კონკრეულად გუდაურში საბაგირო კომპანია Doppelmayr Russia-მა გამართა. ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია სამთო კურორტებს ემსახურება. სპეციალისტმა თქვა, რომ ავარიას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ავარიულზე გადართვისას ჰიდრომოტორი ირთვება. ერთმნიშვნელოვანია, რომ ელექტროობის გამორთვის დროს ავარიული და სამუშაო მუხრუჭებიც ჩაირთო. თუ სამუხრუჭე ავარიული სისტემა გამართულად მუშაობს, მაქსიმალურ დატვირთვაზე საბაგირო ინერციული მოძრაობისას ჩერდება. როცა ხალხი საბაგიროზე შეცოტავდა, ის გაჩერდა.

სხვა შორის, კომპანია Doppelmayr Russia-ი გუდაურში 1970-იანი წლებიდან მუშაობას. იმედია, კომისია შეისწავლის სიტუაციას და სწრაფად გამოსწორდება სიტუაცია, რადგან მომავალ წელს გუდაურში ვაპირებ სრიალს. ამ სიტუაციამ არ შემაშინა. ეს მათთვისაა სრიალზე უარის თქმის მიზეზი, ვინც საერთოდ არ სრიალებს. მათთვის, კი ვინც სრიალებს, სიტუაციაში გარკვევის მიზეზია, რადგან ასეთი შემთხვევები ხდება ხოლმე... გააგრძელეთ სრიალი.
დღეისათვის 11 ადამიანია დაშავებული და არა "მასები", როგორც თხზავენ. სამი თავის გზას გაუდგა. უკრაინელი გოგონა კი მძიმედაა. მას ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთეს და ექიმების თქმით, სიტუაცია სტაბილურია. ვილოცოთ მის გამოსაჯანმრთელებლად და მისი ოჯახის მხარდასაჭერად. ვიდრე დავადანაშაულოთ და ვიძახოთ "რა საშინელებაა!" - წერს ტანია გონჩაროვა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები