"რა თქმა უნდა გაოცებას ვერავინ მალავს. უკვირთ როგორ ვმუშაობ და რას ვხატავ. ან როგორ მოვახერხე გზა ჩემით გამეკვლია. ძალიან რთული პერიოდები მაქვს გავლილი. იყო დრო, როდესაც ზეთის საღებავს ვერ იშოვიდა ადამიანი მთელ საქართველოში"... - ამბობს თვითნასწავლი მხატვარი ზვიად მექვაბიშვილი. Mმას ყველაზე მეტად ხატვის პროცესი იზიდავს, არ სურს პოპულარობა და ინტერვიუებზე უარს აცხადებს, თუმცა გამონაკლისი დაუშვა და თავის შემოქმედებაზე გვესაუბრა...
- დავიბადე 1976 წელს, ახმეტის რაიონში სოფელ – საკობიანოში გავიზარდე. მყავს მშობლები და მეუღლე... თვითნასწავლი მხატვარი ვარ! ბავშვობიდან ვხატავ, თუმცა საშუალო
სკოლის დამთავრების შემდეგ სერიოზულად დავეუფლე ჩემს პროფესიას. ყოველთვის გატაცებული და მოხიბლული ვიყავი რეალისტი მხატვრების ნამუშევრებით - გიგო გაბაშვილი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი... ასევე მსოფლიოს დიდი ოსტატები - კლოდ მონე, პიერ ოგიუსტ რენუარი, კამილ პისარო...
ჩემი საყვარელი ჟანრი ფერწერაში არის თანამედროვე იმპრესიონიზმი. ვხატავ ნატურიდან პლენერზე თითქმის ყოველ დღე. ჩემი ნამუშევრებს ყიდულობს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი. ბევრ ქვეყნებში კერძო კოლექციებში ინახება.
- უკვირთ, როდესაც იგებენ თვითნასწავლი მხატვარი რომ ხართ?
- რა თქმა უნდა, გაოცებას ვერავინ მალავს. უკვირთ, როგორ ვმუშაობ და რას ვხატავ. ან როგორ მოვახერხე გზა ჩემით გამეკვლია. ძალიან რთული პერიოდები მაქვს გავლილი. იყო დრო, როდესაც ზეთის საღებავს ვერ იშოვიდა ადამიანი მთელ საქართველოში. ზუსტად გაჭირვებამ მომცა ბიძგი, ფერწერა რომ შემესწავლა.
მე თვითონ დამიმზადებია ზეთის საღებავი რომ არ გავჩერებულიყავი. სურვილი მკლავდა, რომ ხატვა დამეწყო. ეს პერიოდი იყო 2000-2002 წლები, შეიძლება ცოტა უფრო ადრეც.
დღევანდელ პერიოდში ვფიქრობ, არ არის რთული მხატვრობის შესწავლა. არსებობს უამრავი ტექნოლოგია: ინტერნეტი, ვიდეოგაკვეთილები და თან თუ ცოტა ნიჭიც გაქვს, ძალიან მარტივია... ყოველთვის კარგი ნამუშევარი არ გამოდის. ხასიათი და განწყობაა მთავარი. ბევრჯერ შუა ხატვის პროცესში წამიშლია ნახატი, ამიფხეკია ტილოს ზედაპირიდან და სხვა მოტივი დამინახია უცებ...
მოგეხსენებათ, ღია ცის ქვეშ პლენერზე ხატვა რთულია. მზე უცბად იხრება, ანათება იცვლება და უნდა მოასწრო ის განწყობა გადმოსცე, რაც დაინახე ან დაიმახსოვრე. წლებია, რაც ვმუშაობ და პრაქტიკა უკვე თვითონ მიჩვენებს.
- ძვირად აფასებთ თქვენს ნამუშევრებს?
- სხვა შემოსავალი არ მაქვს, მთლიანად ნამუშევრებზე ვარ დამოკიდებული. დიდ ნამუშევარს დროც მეტი უნდა და შესაბამისად, ფასიც იმატებს. მე ამჟამად უფრო შეკვეთებზე მიწევს ხოლმე მუშაობა უცხოეთიდან. თუმცა საქართველოშიც არის ხალხი, ვისაც აინტერესებს და მოსწონს ჩემი ნაშრომი. მაქვს სამხატვრო სალონი და იქედანაც მაქვს მცირე შემოსავალი.
- გეტყობათ ბუნება ძალიან გიყვართ...
- რა თქმა უნდა… ჩემი აზრით, ყველა ჯანსაღ ადამიანს უყვარს ბუნებაში გასეირნება და დასვენება. მაგალითად, როდესაც ბუნებაში გავდივარ და ვირჩევ ადგილს, სამხატვრო მოედანს მომავალი სურათის ან ეტიუდის დასახატად, ყურადღებით ვაკვირდები დეტალებს. შემდეგ ვხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ უკვე ჩემს მიერ დასრულებულ ნამუშევარს...
რასაკვირველია, უსაზღვროდ მომწონს კახეთის ბუნება. საქართველოს ყველა კუთხე მომწონს და მიყვარს თავისი განუმეორებელი კოლორიტი ხალხით და ბუნებით. მინდა მთათუშეთში და სვანეთში წავიდე. შევაგროვო მასალა, იქაური უნიკალური ბუნების და პეიზაჟების ეტიუდები რომ შევქმნა.
მომავალში კი სრულყოფილი ფერწერული ნამუშევრები. საზღვარგარეთ ალბათ უფრო ჩრდილოეთის რომელიმე ქვეყანაში წავიდოდი - ფინეთში და ბალტიისპირეთში...
- რატომ არ აწყობთ გამოფენებს?
- სიმართლე გითხრათ, ჯერ ჯერობით არ მიფიქრია! გამოფენის მოწყობა თანხებთან არის დაკავშირებული და ვერ მოვაგროვე ნამუშევრები საგამოფენოდ.
- ამბობთ, რომ არ გსურთ პოპულარობა?
- მომწონს თვითონ პროცესი ფერწერაზე მუშაობის და ნაკლებად მაინტერესებს პოპულარობა! თუმცა მეტ-ნაკლებად მაინც სასიამოვნოა ხალხის მოწონებას რომ იმსახურებს მხატვარი.
მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები