ყველაფერი შინ იქმნებოდა, შინ რთავდნენ ძაფს, ქსოვდნენ ქსოვილს, შემდგომ კი კერავდნენ იმ მრავალფეროვან, მომნუსხველ სამოსს, რომელიც დღეს ქართული ეთნოკულტურის განუყოფელი ნაწილია და კარგად წარმოაჩენს ეროვნულ ხასიათს, ქართველთა ცხოვრების წესსა თუ ტრადიციებისადმი ერთგულებას, ასევე შინარეწვის განვითარების მასშტაბებს და რაც მთავარია, ჩვენს წინაპართა მაღალ ესთეტიკურ ღირებულებებს.
ქართული საერო სამოსის მრავალსახეობას განაპირობებს გეოგრაფიულ-კლიმატური, ტომობრივ-ეთნიკური და სოციალურ-წოდებრივი სხვაობა. მიუხედავად ამისა, ამ მრავალფეროვნებაში შეიძლება ბევრი საერთო ნიშნის (მასალა, თარგი, სილუეტი, სქესობრივ-ასაკობრივი ფაქტორი, ფერთა შეხამება, ჩაცმისა და ტარების წესი) პოვნა, რაშიც ზოგადად აისახა ქართული ხასიათი.
იცოდით,
რომ ქალისა და მამაკაცის სამოსის ძველქართული საერთო სახელწოდება იყო კაბა? ქართული სამოსის ძალიან საინტერესო ისტორიაზე გვესაუბრა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი იზოლდა მელიქიშვილი:
- სამოსის ისტორია უძველეს ხანას უკავშირდება. პირველი შესამოსელი, რომლითაც ადამიანი შეიმოსა, იყო ტყავის. ქრისტიანული გააზრებით, პირველი სამოსი ცოდვის სამოსად ჩაითვალა, უფლის დაუმორჩილებლობის გამო ადამი და ევა განიდევნენ სამოთხიდან და ცოდვის სამოსით შეიმოსნენ.
ზოგაგად სამოსი მრავალ ასპექტში შეიძლება განვიხილოთ, რადგან სამოსის ტარება, მისი შექმნა და წარმოშობა უკავშირდება არა მხოლოდ ადამიანის სოციალურ ყოფას, არამედ გეოგრაფიულ გარემოს, კლიმატურ პირობებს, აგრეთვე მის საქმიანობას - რას აკეთებს? როგორ შრომობს? რა ტერიტორიაზეა? სად ცხოვრობს? სოციალური მდგომარეობა უკვე ცოტა გვიან ხდება აქტუალური. ბერძენი ისტორიკოსების მიერ მიჩნეულია და ამას ივანე ჯავახიშვილიც ადასტურებს, რომ მთისა და ბარის სამოსი ხეთებთან და მიდიელებთანაცაა დაკავშირებული, მაგალითად, ხევსურული სამოსი ძალიან ჰგავს უძველესი ხეთების შესამოსელს.
ქართული კოსტიუმის განვითარებისათვის აუცილებელი იყო ადგილობრივი საფეიქრო ნაწარმი, რომლის არსებობა საქართველოში დასტურდება როგორც მატერიალური კულტურის მასალით, ისე ისტორიული წყაროებით.
არქეოლოგიური მასალის მიხედვით, საქართველო მიჩნეულია სელის ქსოვილის წარმოების ერთ-ერთ ძველ ცენტრად, ეს დაადასტურა ზემო იმერეთში მიკვლეულმა სელის ბოჭკოს ქსოვილის ნაშთმა, რომელიც ზედა პალეოლითის ხანის, ანუ 34 000 წლის წინანდელ არტეფაქტად იქნა მიჩნეული. პრეისტორიული ხანის საქსოვ მასალად სელის გამოყენება უშუალოდ უსწრებდა მატყლის ძაფის ათვისებას, რამაც შეიძლება ითქვას, გადატრიალება მოახდინა სამოსის განვითარებაში. მაშასადამე, უძველესი ქსოვილი სელის იყო, ამის შემდგომ წამოვიდა ტილო, აი, ჯვალოს რომ ეძახდნენ, შემდგომ - შალი და აბრეშუმი. შალი და აბრეშუმი თანაარსებობენ, ყველაზე გვიანდელი კი ბამბის ქსოვილია. ბამბის კულტურა ჩვენ არ გვქონდა, მაგრამ საქართველოს ძალიან დიდი ჰქონდა შალის, აბრეშუმის წარმოების კულტურა. თურმე ჯერ კიდევ ძვ. წ. II ს.-ში საქართველო კონკურენციას უწევდა ეგვიპტურ და აღმოსავლურ აბრეშუმის ქსოვილს. როგორც აღვნიშნეთ, სელის წარმოების კულტურა ოდესღაც ჰქონდა ჩვენს წინაპარს, რაც შეეხება შალის ქსოვილის შექმნას, რა თქმა უნდა, ისიც უძველეს ხანასთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ შალის ქსოვილი მალფუჭებადია და ამიტომ უძველესი არ არის შემორჩენილი.
ქართული კოსტიუმის ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეთნოგრაფიულ მასალასაც, “რომელიც ყველა სხვა წყაროსთან შედარებით, შეიცავს რეალურად მოცემულ: ფაქტურას, თარგებს, დამზადების პროცესებს, ჩაცმა-დახურვის ხერხებს, სამოსლის ტარების მანერასა და სხვას, რაც არც ერთ სხვა წყაროს არ გააჩნია” (ივანე ჯავახიშვილი). საგულისხმოა, რომ საოჯახო მეურნეობაში უახლოეს წარსულამდე შემორჩენილი იყო ვერტიკალურსა და ჰორიზონტალურ საქსოვ დაზგებზე სელის, კანაფის, აბრეშუმის, შალის, ბამბისა თუ სხვა ქსოვილთა ქსოვის ტრადიციული წესი.
ქართული ტანსაცმლის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი წყაროა ჰეროდოტეს (ძვ. წ. V ს.) ცნობა, რომ კავკასიაში მცხოვრებნი განსაკუთრებულ ფოთლებს არჩევდნენ, ახმობდნენ, ნაყავდნენ, ურევდნენ წამალს და ამით ხატავდნენ ტანსაცმელს. ეს ნახატები დროთა განმავლობაში კი არ ხუნდებოდა, არამედ ცვდებოდა სამოსთან ერთად, თითქოს თავიდანვე შიგ იყო ჩაქსოვილი. ვისაც ხევსურული ტალავარი უნახავს, შეუძლებელია ამ სიტყვებმა გარკვეული სურვილი არ აღუძრას ისტორიული პარალელების გავლებისა. ჰეროდოტე ასევე დიდი წარმოდგენისა იყო კოლხურ სელზე, რომლისგანაც იმ დროს საკმაოდ პოპულარული ქსოვილი მზადდებოდა.
ჰეროდოტეს გარდა არაერთი უცხოელი ავტორი შეეხო ქართველ ტომთა ჩაცმულობას, ამასთანავე მეომრებისას, რომელთა საომარ აღჭურვილობაში ადვილი გამოსარჩევია საერო სამოსის ელემენტები. ქსენოფონტეს (ძვ. წ. V ს.) ცნობით, მისი დროის ხალიბებსა და მოსინიკებს მუხლამდე დაშვებული სელისგან დამზადებული კვართები ეცვათ, ხოლო თავზე ტყავის ქუდები ეხურათ. სხვათა შორის, მათ შორეულ შთამომავლებს, XIX ს-ის მეგრელ გლეხებს, ყანაში მოშაობის დროს თვითნაქსოვი, გრილი და მოხერხებული სელის პერანგები ეცვათ.
ძირითადი საილუსტრაციო მასალა, რომელიც ქართული სამოსის ისტორიულ ხასიათს წარმოაჩენს, დასტურდება მემორიალურ ძეგლებზე, ნუმიზმატიკაში, საეკლესიო არქიტექტურასა და კედლის მხატვრობაში.
ძველი სამოსის რეკონსტრუქციისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მცხეთის ჯვრის ბარელიეფებს (VI ს.). მათზე გამოსახულნი არიან დიდებულნი, ტაძრის მშენებელნი, იმ დროის ორიგინალური ჩაცმულობით, რაც მნახველს საკმაოდ ცხად წარმოდგენას უქმნის სამოსის უნივერსალურსა და საყოველთაოდ გავრცელებულ სახეობებზე – კაბასა და მოსასხამზე.
ცალკე უნდა აღინიშნოს ქართული ისტორიულ-გეოგრაფიული მეცნიერების ფუძემდებლის ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომი. მან წარმოადგინა ქართველებისათვის დამახასიათებელი ჩაცმულობა. ავტორის შეხედულებით, ქართველთა სამოსი მრავალფეროვანი და ორიგინალური ყოფილა.
გვიანი შუა საუკუნეების ქართული ჩაცმულობის შესახებ მდიდარი მასალაა დაცული ე.წ. მზითვის წიგნებში. როგორც ცნობილია, მზითვი ოჯახისგან ქალისთვის მიცემული ქონება იყო. ის ფორმდებოდა საბუთით, რომელსაც იურიდიული ძალა ჰქონდა და ამდენად, სანდო ისტორიული დოკუმენტია. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ წყაროებში მაღალი წრის ქალთა ჩაცმულობა საკმაოდ მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი, მაგალითად, ქართლის მეფის ასულისათვის მრავალ ძვირფას ნივთთან ერთად მზითვში გაუტანებიათ: მარგალიტებითა და ფირუზით შემკული 11 პერანგი და მისი ამხანაგი, ძვირფასი ქვებითა და ბეწვით გაწყობილი 20 ტყავკაბა, სხვადასხვა ქსოვილისა და ფორმის 82 კაბა, 45 საგულე, ოქრომკედითა და ზარბაბით ნაქარგ-ნაკერი 21 წყვილი მაშია და ჯორაბი (ნაქსოვი წინდა), სირმით ნაკერი და მარგალიტებით მორთული 10 ქუდი, 9 სარტყელი და სხვა.
სამწუხაროდ, თვალხილულად ყველაზე ძველი - XIX საუკუნის დასაწყისის ხევსური მამაკაცის პერანგია შემორჩენილი.
- ხევსურეთში, ოჯახებში, დღესაც მინახავს ტრადიციული ხევსურული სამოსი.
- რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ძველი სამოსის ტარების ტრადიცია მთაში დღესაც არის შემორჩენილი, ბარისაგან განსხვავებით. ბარში ეროვნულ სამოსს გასაბჭოებამდე ატარებდნენ დიდგვაროვნები, ბოლომდე, ვიდრე მათ გააძევებდნენ ან გაანადგურებდნენ. საბჭოთა კავშირის პერიოდში მისი ტარება ერთგვარ პროტესტს ნიშნავდა არსებული წყობილების მიმართ, სწორედ ამ პროტესტს გამოხატავდა ჩვენი დიდი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია, როდესაც ჩოხა-ახალუხით დადიოდა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
XVIII-ს-ის დასასრულისათვის ქართული სამოსის კომპლექტში აქტიურად მკვიდრდება კაბის სახეობა - ჩოხა, რომელმაც გულისპირზე დაკერებული ქილების წყალობით განსაკუთრებული ორიგინალობა შეიძინა და საყოველთაოდ გავრცელდა, განსაკუთრებით საქართველოს ბარში. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ქართულ კაბასთან შედარებით, იგი უფრო იაფი და ხელმისაწვდომი იყო. დროთა განმავლობაში გამოიკვეთა ჩოხის სხვადასხვა სახეობა, მისი დახვეწილი ფორმები და საბოლოოდ ქალის ქართულ კაბასთან ერთად ეროვნული სამოსის სიმბოლოდაც იქცა.
ზოგადად სამოსს დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოფაში, როგორც ვახუშტი ბატონიშვილი, ასევე ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ სამოსი ორი სახის გვქონდაო: შინ სახმარი ე.წ. საშინაო და საგარეო, ანუ სანამუსო. სანამუსო სამოსის სახელწოდება იმით აიხსნება, რომ როდესაც ადამიანი იმოსება, ის საკუთარ თავს წარმოაჩენს იმ სამოსით, რომელიც გარკვეულ გარემოს უხდება და პატივს სცემს საზოგადოებას, სადაც იმყოფება. სამწუხაროდ, დღეს ეს ტრადიცია აღარ არსებობს, თუმცა მე მახსოვს ადრე, ვთქვათ ოპერის თეატრში ისე არ მივდიოდით, ახალი კაბა რომ არ შეგვეკერა.
- თუ შეგვიძლია ვისაუბროთ ქართულ სამოსზე სეზონების მიხედვით?
- უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა რეგიონებზე საუბარი, მაგრამ სეზონური დაყოფაც შეიძლება. სეზონური სამოსი არსებობდა როგორც მთაში, ასევე ბარში. მაგალითად, ზაფხულში ტილოს სამოსით იმოსებოდა ხევსური, ფშავი, თუში, სხვა სამოსი ნაკლებად ჰქონდათ, მოგვიანებით შემოვიდა ბამბის სამოსი. ზამთარში, სათბუნებელ სამოსად მთაში ტყავკაბას (ტყაპუჭს) იცვამდნენ, ის იკერებოდა ცხვრის გადმობრუნებული ტყავით, რომელიც შიგნიდან იყო დათბუნებული. ხოლო ბარში იყო ქათიბი, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთშიც. ქათიბი იყო სათბუნებელი სამოსი, რომლითაც ქალიც იმოსებოდა და კაციც. იგი იკერებოდა ხავერდისაგან, ხოლო შიგნით დალიანდაგებული სარჩული ჰქონდა გამოდებული. ქალის ქათიბს სიასამურის ბეწვი ჰქონდა შემოვლებული. ქათიბით ძირითადად მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იმოსებოდნენ.
ქალის ქათიბი მანდილოსნის ზამთრის ძვირფასი სამოსია, რომელიც უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ქათიბისათვის გამოიყენებოდა სხვადასხვა ფერის ხავერდი, სარჩულად კი – აბრემუში ან ბეწვი. იგი საგანგებოდ ირთვებოდა: საყელოსა და კიდეებს ამშვენებდა ნაქარგობა და მარგალიტით შემკობილი ორნამენტები. ქათიბის ზედა ნაწილი სხეულზე იყო მორგებული, ქვედა – განიერი კი მუხლებამდე აღწევდა.
- საინტერესოა, სად და როდის გამოიყენებოდა ნაბადი?
- ნაბადი მოთელილი მატყლისგან დამზადებული, წინ გახსნილი და უსახელო წამოსასხამია მთლიანი ზურგითა და განიერი კალთებით. დანიშნულების მიხედვით არსებობდა: მოკლე და გრძელი, მსუბუქი და მძიმე, მოკლე და გრძელბეწვიანი. ნაბადი აუცილებელი სამოსი იყო მხედრისა, რომელიც მას და ცხენსაც იცავდა ავდრისაგან.
ნაბდის მოთელვა მეტად შრომატევადი საქმიანობაა, მასში შედიოდა: მატყლის რეცხვა, ჩეჩვა, გაწვერგულება და მოთელვა. ნაბდის წარმოების ქართული ხალხური ტრადიცია ბოლო დრომდე კარგად იყო შემონახული საქართველოში.
XIX ს-ში საუკეთესო ნაბდის წარმოებით განთქმული იყო ჩრდილოეთ კავკასია, ყაბარდო-ჩერქეზეთი, დაღესტანი და ოსეთი, საქართველოში - იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი და დუშეთი.
ალბათ უძველეს ხანაში ის უფრო მწყემსების სამოსად არის მოაზრებული, ხოლო შემდეგ გავრცელდა და საკმაოდ ინტენსიურად იხმარებოდა. ნაბადი კარგად უნდა ყოფილიყო მოთელილი, რადგან როდესაც მასში მწყემსი გაეხვეოდა და დაიძინებდა, შესაძლოა დილით მთლიანად თოვლით დაფარულს გაეღვიძა. ადგებოდა, მხრებს გაიქნევდა და თოვლი გადაიყრებოდა. ასე რომ, უძველესი დანიშნულება ნაბდისა იყო ის, რომ იგი იცავდა წვიმისგან, თოვლისგან, ქარისგან. ორი ძალიან საინტერესო ნაბადი გვაქვს დაცული მუზეუმში. მათი კალთის შიგნით ულამაზესი ყვავილია ამოქარგული, როგორც ჩანს, ქალბატონებმა, რომლებიც მათ ქმნიდნენ, ამ გზით გამოხატეს საკუთარი სიყვარული ნაბდის მფლობელებისადმი.
როგორც ქალბატონმა იზოლდა მელიქიშვილმა აღნიშნა ქართული ტრადიციული სამოსის მრავალსახეობაზე საუბრისას, მისი დიფერენცირება რეგიონების მიხედვით ხდება, მან სხვადასხვა რეგიონიც გაგვაცნო და სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ ინფორმაცია, რომელიც ქართულ ნაციონალურ სამოსზე არსებობს, ისეთივე ამოუწურავი, საინტერესო და მრავალფეროვანია, როგორიც მთელი ჩვენი ქვეყანა. ბუნებრივია, ყველაფერს ერთ სტატიაში ვერ დავტევდით, ამიტომ ეს მხოლოდ შესავალია და ყველაზე საინტერესო ამბებს შემდეგში გაგაცნობთ.
თეა იაკობაშვილი

კომენტარები