მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი ტურისტებისთვის და ქართველი გოგონა, რომელიც იქ აღმოჩნდა

ალბათ ბევრს არ გაუგონია კიერაგბოლტენის შესახებ, რომელიც ნორვეგიაში მდებარეობს. ის კლდეებს შორის, უფსკრულის თავზე 1084 მეტრის მანძილზეა აზიდული. ეს ადგილი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილადაა მიჩნეული. აქ მოხვედრა აქამდე არარეალობად მეჩვენებოდა და ჩემთვის ერთ-ერთ საოცნებო ადგილად რჩებოდა. თუმცა მოგზაურთა ჯგუფში, შემთხვევით აღმოვაჩინე მოგზაური ნესტან ცერცვაძე, რომელმაც კიერაგბოლტენი „დაიპყრო“. მინდა მისი შთაბეჭდილებები და გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ. იქნებ თქვენც ჩემსავით ოცნებობთ ამ ზღაპრულ ადგილზე მოხვედრაზე.
კიერაგბოლტენზე ხალხის უმრავლესობა სიამოვნებას იღებს პლატოს ხედებით, მაგრამ უმრავლესობისთვის ამ ყველაფრის კულმინაცია კლდეებს შორის მოქცეულ ქვაზე
დადგომა და სურათების გადაღებაა. ეს ქვა ბუნებრივი ქმნილებაა უძველესი დროიდან, როდესაც გარემო ყინულებით იყო დაფარული. ქვა დიდი პოპულარულობით სარგებლობს ტურისტებში.

- დღეს უკვე რვა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. თითოეულმა ქვეყანამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თუმცა ნორვეგია, თავისი კიერაგბოლტენით დაუვიწყარი იყო. ამ ქვეყანაში წასვლა ძალიან გვინდოდა მე და ჩემს მეგობარს. უნდა ვაღიარო, მას უფრო დიდი სურვილი ჰქონდა. დავიწყე ინფორმაციის შეგროვება, ასევე ვკითხე მეგობრებს, თუმცა ყველამ მითხრა, რომ არ წავსულიყავი, ძალიან მაღალი ფასების გამო. როდესაც იმედი დავკარგეთ, მოხდა ისე, რომ მეგობარმა გაგვაცნო თავისი მეგობარი, რომელიც ნორვეგიაში ცხოვრობდა და თან ძალიან უყვარდა საქართველო. მან გვითხრა, რომ აპირებდა კიერაგბოლტენის მონახულებას და თუ სურვილი გვქონდა ჩვენც შეგვეძლო მასთან ერთად ამ ადგილის მონახულება.

მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის დასაწყისში ვეწვიეთ ნორვეგიას, მაინც ძალიან ციოდა. ადგილი, სადაც ჩავფრინდით, კიერაგბოლტენის შვიდი საათის სავალ მანძილზე იყო. სამწუხაროდ, გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ნისლი იყო, თუმცა თვალწარმტაცი ხედებით ტკბობას მაინც ვახერხებდი. მოგზაურობისას მივეჩვიე, რომ ყველგან, სადაც მივდიოდი გზები საკმაოდ მოწესრიგებული იყო და რადგან ასე მოულოდნელად აღმოვჩნდი ნორვეგიაში, ვერ მოვასწარი კიერაგბოლტენამდე მისასვლელი გზა მომეძებნა ინტერნეტში. არც მიფიქრია, რომ სამი მთა უნდა გადამელახა დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად. ეს გზა საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდა. თუ გადაწყვეთ ამ ადგილის მონახუებას და მინიმუმ ბავშვობაში სოფელში - მთებში თუ არ გივლიათ ლაშქრობაზე, ასეთ სალ კლდეებზე სიარული ძალიან გაგიჭირდებათ, მით უმეტეს თუ წვიმა დაემთხვა, რადგან ფეხი ძალიან ცურავს. გასნაკუთრებით საშიშ ადგილებზე მოაჯირებია გაკეთებული და მთავარია მათ ჩაეჭიდოთ. სიმართლე გითხრათ ერთ ადგილას ფეხი მეც მომიცურდა და ერთმა რუმინელმა გოგონამ გადამარჩინა. ასე რომ, გზაზე მაქსიმალური ყურადღება გმართებთ.

გზას დილით ადრე გავუყვით, რადგან საღამოს ოთხი საათის შემდეგ უკან დაბრუნება შეუძლებელია, მალე დაბნელდებოდა. თუმცა მთებს შორის არის ქოხი, სადაც შეგვეძლო თავის შეფარება. ქოხი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, რაც დაგეხმარებათ ღამე მშვიდად გაათიოთ ან დაშავების შემთხვევაში ვერტალიოტს დაელოდოთ. იქვე არის ბლოკნოტი და შეგიძლიათ თქვენი შთაბეჭდილებები გაუზუაროთ სხვებს. დაახლოებით 4 ან 5 საათი ვიყავით გზაში. იმის გარდა, რომ რთულად გასავლელი გზაა, თქვენს წინ თვალწამრტაცი ხედები იშლება და რთულია არ შეჩერდე ერთი წუთით მაინც. ბოლოს მივაღწიე დანიშნულების ადგილს და ქვაზე დამდგომ მსურველებს შორის დავდექი და აი... ჩემი რიგიც დადგა დავმდგარიყავი ქვაზე, რომლისკენაც ასე მივიწევდი. სიმაღლის ძალიან დიდი შიში მაქვს და ბოლო წუთამდე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ჩემი იქ დგომის შესაძლებლლობა. თან ჩემი გული გამალებით ცემდა და მუხლები მიკანკალებდა, თუმცა... საბოლოოდ მეგობრების დახმარებით მოვახერხე ქვაზე გადასვლა, ეს საკმაოდ ამაღელვებელი მომენტი იყო. თუ გაგიმართლებთ შეიძლება ხელის თხოვნის ულამაზეს სცენას შეესწროთ თქვენი რიგის მოლოდინში.






მერი ბლიაძე

კომენტარები

ქეთი 2018-07-05 06:23
მოგზაურობა ძალიან დიდი სიამოვნებაა... მით უფრო, როცა ექსრემალურ პირობებში გიწევს შთაბეჭდილებების მიღება. გილოცავთ და კიდევ ბევრ სასიამოვნო და საინტერესო მგზავრობას გისურვებთ! " ქართველს" კი, მინდა ვუთხრა. კომპიუტერთან ჯდომა და კრიტიკა, ნამდვილად ვერ მოგიტანთ პოზიტივს. " ვერტალიოტი" არ არის სწორი, მაგრამ " არაფერს არ ვიძახი" -ც დამახინჯებული მეტყველებაა....
ქართველი 2018-06-26 02:17
ვერტალიოტზე არაფერს არ ვიძახი!
ქართველი 2018-06-26 02:16
თუ რაღაცას წერთ უნდა გადაამოწმოთ როგორ იწერება!
კიერაგბოლტენის კი არა!შარებოლტი ქვია.
სოფი 2018-06-15 08:17
ყველაზე მთავარი აქ "ვერტალიოტი" იყო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები