მაია კაჭკაჭიშვილს დაპირებული ბინა არ გადასცეს - „ყურადღება: მაპოვნინეთ ეს კომპანია და ოფისი, ნომრები შეცვალეს ვერსად მივაგენით“

ერთი წლის წინ, მუსიკოს მაია კაჭკაჭიშვილს საკუთარ დაბადების დღეზე ბინა აჩუქეს. ეს ის პერიოდია, როცა მაიას სახლი ბანკში აქვს ჩადებული და ამ საჩუქარს მართლაც განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა მისთვის. მუსიკოსი იმდენად გახარებული იყო, როდესაც სასაჩუქრე ბარათი გადასცეს, ხმამაღლა ვერც კი წაიკითხა, რამდენიმე საათის შემდეგ კი დაწერა, რომ შოკში იყო.

ეიფორიის შემდეგ მან ამ თემაზე ჟურნალისტებთანაც ისაუბრა, ამბობდა, რომ ბინა მოსკოვის გამზირზე მდებარეობდა, რემონტდებოდა და დეკემბერში უნდა ჩაჰბარებოდა, თუმცა, რეალობა სხვა აღმოჩნდა.

მუსიკოსმა საკუთარ კედელზე, სწორედ იმ მისალოცი ბარათის ფოტო გამოაქყვენა, რომელიც
შარშან მიიღო, ოღონდ ამჯერად მისმა მინაწერმა მიიქცია ყურადღება: "მაპოვნინეთ ეს კომპანია და ოფისი, ნომრები შეცვალეს, ვერსად მივაგენით... ასე მარტივად არ გაუვათ ეს ამბავი".
როგორც ჩანს, მაია კაჭკაჭიშვილისთვის საჩუქრად ბინის გადაცემა, მხოლოდ პიარის ნაწილი იყო, დაპირებული საჩუქარი დღემდე არ ჩაჰბარებია მეპატრონეს.
ჩვენ დეტალების გასარკვევად მაიას დავუკავშირდით:
- ამ ეტაპზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან თავადაც არ მაქვს კითხვებზე პასუხები, როდესაც გაირკვევა დეტალები, შემდეგ ვისაუბრებ ყველაფერზე.
თეკლა ჟვანია

კომენტარები

დათა 2018-07-09 14:16
ბინა არა,,,,,,,,,,,,,, ვინ რისი მჩუქებელია, ასე მარტივად , ავოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე გაიღვიძეეეეეეეეეეე
უადგილო ხუმრობა. 2018-07-02 02:30
ხომ უნდა იცოდე, რომ კესარია არა ხარ.
კოტე 2018-06-21 16:29
გაყიდვების ოფისი: თბილისი, წერეთლის გამზ. 115/ა ტელ: +995 514 888 111; +995 596 818 111;
კოტე 2018-06-21 16:28
https://www.facebook.com/BuildingSolution111/posts/1907034166179352
კოტე 2018-06-21 16:27

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები