რას მიირთმევენ ბავშვები ყველაზე უკეთ ექსკურსიებზე და რა არ უნდა წაიღოთ

დაიწყო ექსკურსიების სეზონი და გაუჩნდათ მშობლებს საფიქრალი, რა წაიღონ საგზლად ბავშვებისთვის. როგორც წესი, ექსკურსიებისთვის შესაგროვებელი თანხის დიდი ნაწილი სწორედ კვებას მიაქვს, თუმცა ხან ისეც ხდება, რომ ბავშვები სულაც არ მიირთმევენ იმას, რაც მშობლებმა შეურჩიეს მენიუდ და საკვები გადასაყრელიც კი ყოფილა.

მშობლებს შორის ერთგვარი გამოკითხვაც ჩავატარეთ ერთ-ერთ ჯგუფში, თუ რომელი საკვები მოსწონთ, როგორც წესი ამ დროს ბავშვებს და რომელია ის პროდუქტები, რომლებიც არ უნდა წაიღოთ თან. თუ რა თქმა უნდა, აქცენტი ბავშვების მენიუზეა და არა უფროსების.

ტოპ-საკვები, რომელსაც ყველაზე უკეთ მიირთმევენ ექსკურსიებზე
ბავშვები:


ხაჭაპური, ლობიანი, კარტოფილის ღვეზელები - ესეც ის საკვებია, რომელიც გზაში იჭმება ძალიან კარგად.

ბუტერბროდები, სენდვიჩები და ჰოთდოგები - ასევე ტოპშია, და უნდა ვაღიაროთ, ყველაზე მადიანად შეექცევიან და ყველაზე მალეც მთავრდება ხოლმე. უბრალოდ, ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ იყიდოთ აუცილებლად კარგი ხარისხის ძეხვეულ-სოსისეული, მაგალითად, "ნიკორაში", სადაც ბოლო დროს განსაკუთრებულად შეფუთული სახითაც შეიძლება სოსისის არჩევა - ფასი ასაწონი სოსისების თანაბარია, დროს დაზოგავთ - რიგში არ იდგებით, უფრო ჰიგიენურია და ასეთ დროს, სამგზავრო ვარიანტებისთვისაც ძალიან გამოსადეგია. განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს სარდელები და ტკაცუნა სოსისები, რომლებიც შესანიშნავად იბრაწება პიკნიკებზე.

ორცხობილები - სინამდვილეში, ყველაზე უკეთ ბავშვები გზაში მიირთმევენ და არა მაშინ, როცა საპიკნიკედ სხდებიან. ორცხობილები, მარილიანი თუ ტკბილი, ერთ-ერთია, რომელიც ამ დროს ყველაზე უკეთ იჭმება.


მწვადი - ეს ექსკურსიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკვებია, თუმცა მაინც გაითვალისწინეთ, რომ ბევრი არც მწვადია საჭირო, რადგან როგორც წესი, ბავშვების დიდი ნაწილი ერთ ნაჭერზე მეტს არ მიირთმევს.


კოტლეტები, ხორციანი ბლინები - ასევე კარგი ვარიანტია ექსკურსიისთვის. სასარგებლოც და იოლად მისართმევიც.


ანტიტოპი - რა არ უნდა წაიღოთ ექსკურსიაზე (ან წაიღოთ, მაგრამ არა დიდი რაოდენობით):
სალათეულობა (განსაკუთრებით მაიონეზიანი) - გარდა იმისა, რომ მას ბავშვები, როგორც წესი, ასეთ დროს არ მიირთმევენ, დიდია შანსი, რომ გზაში გაფუჭდეს.


კექსის მაგვარი ან კრემიანი ნამცხვრები - მიუხედავად იმისა, რომ სასარგებლო შეიძლება იყოს და თუნდაც შინ გამომცხვარი, მსგავს ნამცხვრებს ექსკურსიაზე ნაკლებად მიირთმევენ ბავშვები.


კიტრისა და პომიდვრის სალათი - როგორც წესი, ყველაზე მეტი ამგვარი სალათი რჩება, რადგან ბავშვების ძალიან ცოტა ნაწილი მიირთმევს.


მხალეულობა - ესეც არ არის სწორი არჩევანი მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე. ბავშვებს, როგორც წესი, ასეთი საჭმელები არ უყვართ. თუ წაიღებთ, უფროსების რაოდენობაზე გათვალეთ.

კომენტარები

ქეთი 2018-06-08 00:05
ნიკორას რეკლამა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები