შვილისთვის ერთგულ მეგობარს ეძებთ? ბავშვებსა და ძაღლებს შორის ხშირად განსაკუთრებული, თითქმის მაგიური კავშირია - მხოლოდ ერთი პირობით, თუ ჯიში სწორადაა შერჩეული.
კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი
ამ ჯიშის ძაღლებს სხვებთან შედარებით ნაკლებად უყვართ მოძრაობა, სირბილი, ხტომა და დავალებების შესრულება. სამაგიეროდ სიწყნარესა და სიმშვიდეში დასვენება სიამოვნებთ.
ოქროსფერი რეტრივერი
ამ ჯიშის ძაღლი ბავშვის ერთგული მეგობარი გახდება და ყველაფერში, რასაც ის გააკეთებს მხარს დაუჭერს - დაისვენებს სიჩუმის საათის დროს და მისი პატარა მეპატრონის სიმშვიდეს დაიცავს, ირბენს და ითამაშებს პატარას გასართობად სეირნობისას.
ფრანგული ბულდოგი
პატარა ტანის,
მაგრამ დიდი სულის მქონე ძაღლი, პატარების თბილი და ერთგული მეგობარი.
გერმანული ბოქსიორი
ამ ჯიშის ძაღლი ძალიან ენეგიულია და ფიზიკურ აქტივობას საჭიროებს. თამაშის დროს უკმარისობის განცდა ნამდვილად არ დაგეუფლებათ.
ინგლისური კოკერ-სპანიელი
ისინი გასაოცრად გრძნობენ ადამიანის განწყობასა და სურვილებს. კოკერ-სპანიელი შესანიშნავი მეგობარი იქნება განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე ბავშვებისთვის. თუ შეიყვარა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მისი მეპატრონე კმაყოფილი იყოს.
კოლი
კოლი ჭეშმარიტად „ოჯახის“ ძაღლია. მარტივად პოულობს მეპატრონესა და პატარა ბავშვებთან საერთო ენას. ინტელექტუალური კოლი ბავშვისთვის საიმედო დამცველი და ერთგული მეგობარი გახდება.
გრძელბალნიანი კოლი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. თუ ეს გაღელვებთ, მაშინ მის ახლო ნათესავზე - მოკლებალნიან კოლიზე შეაჩერეთ არჩევანი.
პუდელი
სახლში ალერგიული ადამიანი გყავთ? პუდელი, ალბათ ერთადერთია, რომელიც გამოგადგებათ. სასიამოვნო გარეგნობასთან ერთად, ამ ძაღლებს უყვართ თამაში, მარტივად ადაპტირდებიან გარემოსთან და აღმერთებენ ბავშვებს.
ჩიხუახუა
მათ ძალიან უყვართ ბავშვები, ალბათ იმიტომ, რომ თავადაც ბავშვებივით არიან.
ბიგლი
ბიგლი მოთამაშე, კეთილი და გულუბრყვილო ძაღლია. უყვართ თამაში და ბავშვების გაცინება.
მოპსი
ეს არის იდეალური ძაღლი ბავშვისთვის, რომელიც აზარტულ ხმაურს მშვიდ თამაშს არჩევს.