ვისი სახლებისა და აგარაკების დათვალიერებას შეძლებთ ჟურნალ "შინ"-ს ზაფხულის ნომერში

ჟურნალ „შინ“-ის საზაფხულო, საჩუქრებით, ექსკლუზივებით და საინტერესო ამბებით დახუნძლული ნომრის შეძენა უკვე შეგიძლიათ.

ამ ნომერში ტრადიციულად დაათვალიერებთ ცნობილი ქართველების სახლებსა და აგარაკებს - მომღერალმა ლაშა ღლონტმა, დიზაინერებმა ლაკო ბუკიამ და მანო გაბურმა, თბილისელმა კოლორიტმა ლადო კახაძემ დაგვათვალიერებინეს მათთვის ძვირფასი სახლები.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მამაპაპისეული სახლი დაგვათვალიერებინა, რომელშიც ფილმი „იმერული ესკიზებია“ გადაღებული.

აუზის, ტერასისა და საშხაპის მოწყობაზე, ოთახის მცენარეების და ბაღის მოვლაზე გამოცდილი სპეციალისტები მოგამარაგებენ რჩევებით.

ცნობილმა დიზაინერებმა გამორჩეულ ინტერიერებში გვიმასპინძლეს და ბოლოდროინდელ ტენდენციებზე გვესაუბრნენ.


შეიძინეთ თქვენი სახლის ჟურნალი და
გაატარეთ სასიამოვნო ზაფხული „შინ“-თან ერთად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები