ჩვენი ქალაქის განსაკუთრებულ ხიბლს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არ კარგავს, სხვა ფაქტორებთან ერთად ქმნის მისი გამორჩეული არქიტექტურა. ამჯერად გვინდა, თვალი გადავავლოთ თბილისის ულამაზეს, მრავალფეროვან და შთამბეჭდავ აივნებს.
„მეცხრამეტე საუკუნის თბილისი იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა ადამიანზე, რომ ბევრ მის მნახველს აღტაცებული სტრიქონები დააწერინა. ბუნებრივი მდებარეობის გარდა ქალაქი წარმტაცი იყო მთის კალთებზე შეფენილი, აივნებით დამშვენებული სახლებით.
ბუნებრივმა გარემომ ძველთაგანვე შეამუშავებინა ადამიანს დერეფნის, ქორედის და აივნის ბინის გეგმაში ჩართვის აუცილებლობა. საუკუნეთა მანძილზე ქართველმა ხით ხუროებმა არ დაზოგეს თავიანთი უნარი ბინის ამ ნაწილის შესანიშნავად მოკაზმვისათვის.
საგულისხმოა, რომ დერეფან-აივნის მარტო უშუალოდ გეგმაში ჩართვით არ დაკმაყოფილებულა ქართველი მშენებელი და იგი მეტყველი მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ელემენტი გახადა, ხის გადმოკიდული აივნის სახით. ამ აივნებს ხუროები განსაკუთრებული სიყვარულით ამუშავებდნენ და ეზოს მხარეზე მოთავსებულ აივნებთან შედარებით, მათი მრავალფეროვანი ნიმუში შეჰქმნეს. სწორედ ეს აივნები ამშვენებდნენ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს, მთის კალთებზე წამოჭიმულ სახლებს შნოს აძლევდნენ, მთელ ქალაქს საკუთარ მხატვრულ-ხუროთმოძღვრულ იერს ანიჭებდნენ. მაგრამ ეს აივნები ქუჩის ცხოვრების წიაღშიაც იჭრებოდნენ. აივანზე გამოსული შეიძლებოდა ქუჩაში მომხდარი ყოველი ამბის მონაწილე გამხდარიყო, რის გამოც მაჰმადიანური სამყაროს „ეივანი“-სგან განსხვავებით, მას „ჩადრი მოხსნილი“ პქონდა. აღსანიშნავია, რომ გადმოკიდებული და გადახურული აივანი საქართველოში შორეული წარსულიდან იყო ფეხმოდგმული, რის უტყუარ მაგალითს უბისის მონასტრის 1141 წ. „სვეტი“ წარმოადგენს“. - კონსტანტინე მელითაური; თბილისური აივნები/ძეგლის მეგობარი, 1967 წ.
„თბილისი დროისგან გაცრეცილი წიგნია, რომლის დაძველებული ფურცლები, შენობები და ეზოები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ იქ ნაცხოვრები მრავალი თაობის დარდებს, სიხარულსა და აუხდენელ ოცნებებს, სადაც ჯერ კიდევ შეიგრძნობა დიდი ხნის წასული დროის სურნელი“, - ამგვარად აღწერს ძველი თბილისის ნოსტალგიით სავსე ქალაქის წარსულს სამხატვრო აკადემიის პროფესორი, არქიტექტორი ნოდარ სუმბაძე, რომელმაც წლების განმავლობაში ფეხდაფეხ შემოიარა ძველი თბილისის ეზოები, შენობები და სამოყვარულო, მცირე ზომის ფოტოაპარატით ფირზე აღბეჭდა და ფოტოკოლაჟის სახით საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახადა შემორჩენილი წარსული.
- არქიტექტურული თვალსაზრისით თბილისი მრავალი შრისგან შემდგარ ერთგვარ სადღესასწაულო ნამცხვარს წააგავს, სადაც აღმოსავლურ-დასავლურ-ევროპულ-აზიური არქიტექტურული მიქსია. უჩვეულო სტრუქტურულ კომპოზიციებს ქმნის, დაფუძნებულს ქვეყნებსა და საუკუნეებში განფენილი არქიტექტურული სტილებისა და ადგილობრივი გეოგრაფიულ-კლიმატური თავისებურებების ნაზავზე. ქალაქის მრავალსეგმენტიან ხალიჩაზე ჰარმონიულად მეზობლობენ ბაროკო და სოცრეალიზმი, გოტიკა და ამპირი, მოდერნი და კონსტრუქტივიზმი - ანუ ყველაფერი ის, რაც განუმეორებელ „თბილისურ სტილს“ ქმნის. „აჯაფსანდალი“ აღმოსავლური სიტყვაა, ერთ-ერთ თურქულ კილოზე ის განიმარტება, როგორც „რა მშვენიერი ხარ“. სწორედ ასეთია თბილისის არქიტექტურის რთული და წარმტაცი, დროისა და სივრცის უცნაური ნაზავი...
მტვრიან მიწაზე, რომელიც 200 წლის შემდეგ თბილისის ჩქაროსნულ სატრანსპორტო მაგისტრალად გადაიქცევა, კამეჩების, ვირების, ცხენების, აქლემების ნაფეხურები ჩანდა... ჯერ კიდევ შორი იყო დრო, როდესაც ამოივსებოდა ავანაანთ ხევი და აიგებოდა თბილისური ბურჟუაზიის სათაყვანებელი პრესტიჟული სოლოლაკი. ჯერ არ იყო აშენებული შემდგომში უცნაურად დამწვარი თამამშევის ოპერა, ჯერ კიდევ ეზიდებოდნენ მეთულუხჩეები დასალევ წყალს დაბინძურებული მტკვრიდან, მოუკირწყლავი ქუჩები მტვრის ბურუსში იყო გახვეული... მთავარმართებელ ვორონცოვის ნებით იგეგმებოდა ქალაქი... გერმანელები ქმნიდნენ თავიანთ კოლონიას მარცხენა ნაპირზე... იწყებოდა გოლოვინსკი და მიხეილის გამზირი, შემდეგში რომ რუსთაველად და პლეხანოვად გადაიქცა...
ეზო
თბილისში ეზო ცხოვრების პირველი სკოლა იყო - ადგილი, სადაც ბავშვი ადამიანურ ურთიერთობებს სწავლობდა, დემოკრატიის ძირითად პრინციპებს ითვისებდა. თბილისის ეზოს ეროვნება არ ჰქონდა... ეროვნების გაგება თბილისელი ბავშვების ინტერესების სფეროში ძალიან გვიან შემოდიოდა. საყოველთაო სიდუხჭირის წლებში თბილისური ეზო ურთიერთდახმარებისა და მორალური მხარდაჭერის ბიბლიურ ნიმუშებს იძლეოდა. ეზოში იღებდნენ თბილისელები მძიმე ცხოვრებასთან გამკლავების პირველ გაკვეთილებს, სულიერ ძალას და მხარდაჭერას. „თბილისური ეზო“ თავისი არქიტექტურითა და ყოფა-ცხოვრების სპეციფიკით ფენომენია, რომელმაც დროის გამოცდას ღირსეულად გაუძლო... „იტალიურ ეზოდ“ მისი მონათვლა 50-იან წლებში თბილისში შემოსული იტალიური ნეორეალიზმის ფილმების დამსახურებაა, სადაც ზუსტად ისე, როგორც თბილისში, ერთმანეთთან მჭიდროდ მდგომი, სარეცხით დახუნძლული სახლებიდან ხმამაღლა გაჰყვიროდნენ კოლორიტული იტალიელი ქალები...
აივნები
ხის აივნები და შუშაბანდები ჯერ კიდევ მხნედ იყურებიან მრუდე ქუჩებიდან და შესახვევებიდან, მაგრამ უკვე აღარ სხედან ტახტებზე დარბაისელი ჩოხოსანი მოხუცები და ჩიხტიკოპიანი ქალები, გაქრნენ გალიფეებიანი და ულვაშიანი ოფიცრები გიტარებითა და ყანწებით ხელში... აღარ თამაშობენ ნარდს მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული, კიტელშეხსნილი დაღლილი მამაკაცები და აღარ ჩანან დარდით სავსე თვალცრემლიანი ქალები... დაცარიელებული აივნები დუმან... ქალაქის ხუროთმოძღვრული ხალიჩა ძველად, ძირითადად, ხისგან იქსოვებოდა და ხის აივნებში ქართული ხეზე კვეთილობა რბილად გადაედინება საუკუნეების განმავლობაში უკვე თბილისური სპეციფიკით გაჟღენთილ აღმოსავლურ მაქმანებში...
თეა ცაგურიშვილი