ყოფილი ქმრის ჯიბრზე აშენებული სახლი - ასე იძია შური ცოლმა ძუნწ მეუღლეზე

ეს 1 მეტრი სიგანის სახლი 1925 წელს ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლის ცენტრში აშენდა. მსგავსი სტილის შენობები ამერიკისთვის ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო.



ამ უვიწროესი სახლის შესახებ დეტალურად ვერავინ ვერაფერს მოგიყვებათ. ერთნი ამბობენ, რომ მიწის მეპატრონემ ამ ტერიტორიაზე სახლის აშენება აკრძალა და ამიტომ გადაწვიტეს ასეთი სტილის შენობის აშენება, მეორენი კი მშენებლობას ერთ წყვილს უკავშირებენ, რომელმაც დაშორება გადაწყვიტა. ვითომდა ძუნწმა ქმარმა ყოფილ ცოლს სპეციალურად შესთავაზა მიწის ძალიან პატარა მონაკვეთი, რათა ქალს ის ვერაფერში გამოეყენებინა და საბოლოოდ მასზე უარი ეთქვა თუმცა..



ცოლმა ქმრის
იმედები დაამსხვრია, მან გადაწყვიტა ძალიან ვიწრო სახლის აშენება. ამ შენობის ფართი გახლავთ 4,8 მ ერთ მხარეს ხოლო 1,3 მ მეორე მხარეს.



მიუხედავად ამისა, სახლში ყველაფერია საიმისოდ, რომ ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს. სახლის მთლიანი ფართი ხომ 80 კვ-მ-ია. ამ უნიკალური სახლის ფასი დღესდღეობით დაახლოებით 519 900 დოლარია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები