ვისი სახლებისა და აგარაკების დათვალიერებას შეძლებთ ჟურნალ "შინ"-ის შემოდგომის ნომერში

"შინ"-ის ახალი, მე-14, შემოდგომის ნომერი უკვე გამოვიდა! შემოდგომასავით ფერადი და დახუნძლული - საინტერესო ამბებით, ინტერვიუებით, რჩევებით, ფოტოებით, საჩუქრებით.
როგორც ყოველთვის, ახლაც გელით საინტერესო მოგზაურობა ცნობილი ადამიანების სახლებში და აგარაკებზე.

დუტა სხირტლაძეს და მის ნიჭიერ, დიზაინერ მეუღლეს მცხეთის აგარაკზე ვეწვიეთ;

მუსიკოს გია ბაღაშვილის ოჯახს - სახლში, რომელიც მას და მის მეუღლეს ქორწილში აჩუქეს მშობლებმა.


ამ ნომერში ყველასთვის ცნობილი პედაგოგის, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის კარმიდამოსაც დაათვალიერებთ 


და ცნობილი დიზაინერის, ნინო ბაბუხადიას გემოვნებიან ბინას.

ჟურნალში ასევე დაგხვდებათ ცნობილი ხელოვანების სახლები და სახელოსნოები. შეიჭყიტავთ მოქანდაკე
გია ჯაფარიძის სახელოსნოში და მხატვარ ნიკა ჯაფარიძის სახლში.


ტიხრული მინანქრის ოსტატ ინგა გელაშვილის და ფაიფურის საუცხოო კოლექციის მფლობელის, ნანა მჭედლიშვილის ბინებში. ჩვენი მკითხველისთვის გაიღო "ცეკვის ჯადოქარ" ვახტანგ ჭაბუკიანის სახლმუზეუმის კარიც.

ნახავთ ზუგდიდის ყველაზე ლამაზ ბაღს და სახლს ყაზბეგში, რომლის ინტერიერმაც ბევრი გააოცა.
გაეცნობით ამერიკაში მოღვაწე ქართველი დიზაინერის რჩევებს. რეკომენდაციებით მოგამარაგებენ გამოცდილი ხელოსნები და გაიგებთ, როგორ ჯობს მანსარდის დაგეგმვა, რა არ უნდა შეგეშალოთ აბაზანის მოწყობისას და როგორი ჭერის გაკვრა ჯობს სახლში.
როგორც ყოველთვის, საჭირო რჩევები ელოდებათ მცენარეების მოყვარულებს და მებაღეებს, ასევე - მევენახეებს და დიასახლისებს.
ტრადიციულად ყველა მკითხველს ელოდება საჩუქარი - "შინ"-ის სამახსოვრო ბრელოკი, 10 იღბლიანს კი პრინტარეა ფოტოწიგნს გადასცემს საჩუქრად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები