"უბრალოება ადამიანის ყველაზე დიდი ღირსებაა" - ქართველი ჟურნალისტის მოულოდნელი შეხვედრა ორჰან ფამუქთან

"შინ"- ის ჟურნალისტმა მერი ბლიაძემ სტამბოლში იმოგზაურა. ამ მოგზაურობის საინტერესო მომენტებს და შთაბეჭდილებებს სულ მალე შემოგთავაზებთ, ახლა კი მერი გვიამბობს, როგორ აღმოჩნდა "უმანკოების მუზეუმში" და როგორ შეხვდა მსოფლიოში ცნობილ მწერალს.

უმანკოების მუზეუმი
_________________________________________
"ყოველთვის წარმოვიდგენ და ვხატავ გონებაში, როგორი შეიძლება ყოფილიყო წიგნში აღწერილი სამყარო. ვცდილობ დავინახო გმირები, მათი სახეები, თუმცა, დღემდე არასოდეს მიმოგზაურია წიგნში, ეს იყო პირველი შემთხვევა. უმანკოების მუზეუმიდან გამოსულს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფურცლებს შორის ვიარე, ჩემს თვალწინ განვითარდა ქემალის და ფუსუნის სიყვარულის ისტორია. სახლში ყველაფერი შავ-თეთრია, თუმცა
ფუსუნი წითელი ყვავილებიანი კაბით ლანდად ჩანს ყველა ვიტრინაში... ამ ემოციებით დატვირთული ვაღებ კარს და ცხვირწინ ვეჯახები ორჰან ფამუქს, კაცს, რომელმაც ამხელა ემოცია მაჩუქა. სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამ მომენტს. გადამღებ ჯგუფთან ერთად იყო. ალბათ იმხელა ემოცია, გაკვირვება, სიხარული გამომესახა სახეზე მითხრა, აქ დამელოდე მალე მოვალო. შევიდა მუზეუმში და ვფიქრობ, არ არსებობს დაავიწყდება, არ გამოვა... 10 წუთში იღება კარი და მარტო გამოდის. მოკლე დიალოგი გვქონდა, საქართველოში ვიზიტი გაიხსენა, მერე ფოტოები გადავიღეთ, ავტოგრაფი მომცა და ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მოვდიოდი და ვფიქრობდი, უბრალოება ადამიანის ყველაზე დიდი ღირსებაა".









კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები