როგორ გამოიყურება პლაცკარტის ვაგონები სხავადასხვა ქვეყნებში

ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, ერთხელ მაინც რომ არ ემგზავროს ე. წ. პლაცკარტით.

მართალია, ბოლო დროს მგზავრები უპირატესობას ჩვეულებრივ, დასაჯდომ ვაგონებს ანიჭებენ, თუმცა პლაცკარტი მაინც არსებობს და აქედან გამომდინარე, თითოეულ ჩვენგანს შეიძლება მოუწიოს ასეთ ვაგონში მგზავრობა. რომელ ქვეყანაში როგორი პლაცკარტის ვაგონებია და სად ჯობს ასეთი ვაგონებით მგზავრობაზე თავის შეკავება. შევეცდებით მოგაწოდოთ ამასთან დაკავშირებული ინფორმაცია და შეძელებისდაგვარად აგარიდოთ ბევრი უხერხული მომენტი.

1. იაპონია
საძილე ვაგონის ყველაზე უცნაურ მოდიფიკაციას იაპონიაში შეხვდებით. ის შედგება ორი დასაწოლი იარუსისგან, რომელთა შორის სივრცე არ არსებობს. ადგილები პრაქტიკულად
ერთმანეთზეა მიბმული და ჩამოფარებული აქვს მხოლოდ ერთი პატარა ფარდა.



2. ტაილანდი
ტაილანდში პლაცკარტის ვაგონი მეორე კლასის გახლავთ. ვაგონები საკმაოდ ვიწროა ადგილები ერთმანეთისგან ფარდით არის გაყოფილი.



3. რუსეთი
ბევრს ახსოვს საბჭოთა დროინდელი პლაცკარტის ვაგონი, სხვაობა დიდი არ არის, გარდა იმისა, რომ ადრე დასაწოლი ადგილი ხის იყო, ახლა კი მას დერმატიტი აქვს გადაკრული, თუმცა დიზაინერები მუშაობენ და ცდილობენ მგზავრებს სულ მალე უკეთესი ადგილები და კომფორტული მგზავრობა შესთავაზონ.



4. ჩინეთი
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში სულ უფრო აქტუალური ხდება სწრაფი მატარებლები, ჩვეულებრივი მატარებელიც ძველებურად კურსირებს და პლაცკარტის ვაგონებიც უწინდებურად არსებობს, ის საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება, თუმცა დასწოლი ადგილები ცოტა უცნაურად არის განლაგებული. თითოეულ კუპეში სამ იარუსად არის განლაგებული ექვსი დასაწოლი ადგილი, გვერდებზე კი დამონტაჟებულია პატარა მაგიდა, სადაც შესაძლოა ადამიანმა მიირთვას საკვები და გაერთოს ფანჯარაში ყურებით.

სწრაფ მატარებლებშიც არის დასაწოლი ადგილები, რომელიც, როგორც წესი, ორ იარუსად არის განლაგებული. ღაც შეეხება ინდივიდულაურ ადგლებს, ის ნამდვილ კაფსულებად არის ქცეული, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ადამიანის პერსონალურ ზონას.



5. ინდოეთი
უბრალო ინდოელებში მატარებლით მოგზაურობა ძალიან პოპულარულია, ამიტომაც პლაცკარტის ვაგონები აქ სულ გადავსებულია. ვაგონები არის ძალიან ვიწრო და საკმაოდ მოუხერხებელი. რა თქმა უნდა, არის სრული ანტისანიტარია, ასე რომ, მგზავრობა საკმაოდ უსიამოვნო პროცესია, თუ არ ჩავთვლით ცხელ სადილს (თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი შეგრჩებათ), რომელიც უკვე შედის ბილეთის საფასურში.



6. ევროპა
იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში მატარებლები არ გადაადგილდებიან ძალიან გრძელ მონაკვეთებზე, საძილე ვაგონების არსებობა არ არის საჭირო, ამიტომ კუპეები ძირითადად დასაჯდომი ადგილებით არის აღჭურვილი.

რაც სეეხება საძილე ადგუილებს, ის სამ იარუსად არის განლაგებული, არის პატარა მაგიდა და კარი, რომლის დახურვაც შესაძლებელია ღამის საათებში.



7. აშშ
ეს ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პლაცკარტის ვაგონის საფასური თვითმფრნავის ბილეთზე მაღალია. ამიტომაც არის, რომ ამერიკელები უპირატესობას ავიახაზებს ანიჭებენ.

თუმცა ე. წ. პლაცკარტის ვაგონები ამერიკაში მაინც არსებობს, მაგრამ დასაწოლი ადგილები არ არის, აქ განალაგებულია სკამები, რომელიც შეგიძლიათ დააფიქსიროთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. სკამთან ასევე არის განათავსებული მაგიდა და სკამებს შორის ადგილი საკმარისია საიმისოდ, რომ ადამიანმა კომფორტულად მოკალათება მოახერხოს.

არსებობს სრულფასოვანი დასაწოლი ადგილები, თუმცა ეს ადგილები ძალიან ძვირია.



8. კანადა
კანადაში, როგორც ასეთი, პლაცკარტის ვაგონი არ არსებობს, თუმცა არსებობს ადგილები შორი მგზავრობისთვის, რომელიც საკმაოდ კომფორტულად არის აღჭურვილი. ასეთი კუპე 2-4 ადამიანზეა გათვლილი.

კანადაში მატარებლები გამოირჩევიან იმით, რომ აქ არის საერთო ზონები, სადაც ადამიანი შეიძლება კარგად გაერთოს მგზავრობის დროს და მას უმასპინძლდებიან უფასო ხილითა და ორცხობილებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები