როგორ აღვნიშნოთ ახალმოსახლეობა ორიგინალურად - იდეები და რჩევები



მას მერე, რაც საოცნებო სახლს შეიძენთ, რემონტის სირთულეებს გადააგორებთ და თავს "შინ" იგრძნობთ, დგება კიდევ ერთი საპასუხისმგებლო და სასიამოვნო პროცესის დრო - ახალმოსახლეობა. ეს არის დღე, როცა ახალ სახლში პირველად უნდა გაიშალოს სუფრა და როცა თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა აღნიშნოთ ბედნიერება, გააცნოთ სახლი მათ და თავი უკვე სრულფასოვან მასპინძლად იგრძნოთ.
ამ ღონისძიების ჩატარება არც ისე ადვილია. მას კარგად მომზადება სჭირდება, კარგად დაფიქრება და თუ გინდათ, იყოთ ერთდროულად ტრადიციულიც, ორიგინალურიც და არ გასცდეთ ზომიერების საზღვრებს, მაშინ ჩვენს რჩევებს მოუსმინეთ.

პირველ რიგში, სახლი უკვე უნდა ჰქონდეთ მზად ისე, რომ უმასპინძლოთ სტუმრებს. ყოველ შემთხვევაში, მისაღები ოთახი მაინც, სადაც მოეწყობა ახალმოსახლეობა, უნდა იყოს დასრულებული ყველამხრივ - რემონტი, ავეჯი, დეკორი და ა.შ.



• შეადგინეთ სია - აუცილებლად უნდა ჩამოწეროთ წინასწარ იმ ადამიანების სია, ვინც გსურთ მიიწვიოთ ახალმოსახლეობაზე. სხვათა შორის, ვისაც ცრურწმენების სჯერა, ისინი ამბობენ, რომ ასეთ დღეს მაქსიმალურად უნდა ეცადოთ და მხოლოდ დადებითი ენერგიის მატარებელი ადამიანები მოიპატიჟოთ - ისინი, ვინც ნამდვილად გიყვართ, ვისაც ნამდვილად უყვარხართ და ვისაც სიკეთე უნდა თქვენთვის. პირველი სტუმრები თქვენი სახლის სწორედ ისინი უნდა იყვნენ და დადებითი ენერგეტიკა უნდა შემატონ თქვენს სახლს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ სტუმრების რაოდენობა თქვენს ფართს შეესაბამებოდეს და დაგრჩეთ თავისუფალი სივრცე სამოძრაოდ. შეიძლება, მაგიდის გარშემო არც დასვათ სტუმრები და ახლებურად, ფურშეტი მოაწყოთ, სტუმრებმა კი თავისუფლად იმოძრაონ ახალი სახლის ოთახებში და ათვალიერონ თქვენი "შემოქმედება".



• კარგად დაგეგმეთ სუფრა. თუ ბევრი ხალხი გროვდება, ეცადეთ, იყოს შედარებით მშრალი კერძები და ნამცხვრეული, რომ პირველივე წვეულებამ არ დაგიტოვოთ სახლში უსიამოვნო კვალი.


• რასაკვირველია, უნდა იზრუნოთ სახლის სადღესასწაულო დეკორზე, მორთულობაზე, ორიგინალურ აქსესუარებზე, რომლებითაც თქვენს სახლში შემოსული ადამიანი უცებ იგრძნობს, რომ გამორჩეულ ღონისძიებაზე მოხვდა და რომ მასპინძელს კარგი გემოვნება აქვს.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები