2 დ კაფე ტოკიოში ისე გამოიყურება, როგორც კომიქსების ილუსტრაცია, თუმცა აქ ყავის დალევა რეალურად არის შესაძლებელი


ტოკიოში უნიკალური 2 დ კაფე გაიხსნა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას რამდენიმე მიზეზის გამო იქცევს. გასტრონომიული შედევრების და მრავალფეროვნების გარდა სტუმრებს კაფეში საოცარი სიურპრიზი ელოდებათ.



კაფეში შესვლისთანავე სტუმრები სხვა განზომილებაში აღმოჩნდებიან, კომიქსის სამყაროში. ამ კაფეს 2 დ კაფე ტყუილად როდი ქვია, ის მართლაც 2 განზომილებიანი რეალობაა.



ამ კაფეს შემქმნელებს და მხატვრებს პატარ-პატარა ხრიკების გამოყენება დაჭირდათ, რათა საბოლოო შედეგი მიეღოთ.



აქ შესულს ადამიანს საოცარი გრძნობა ეუფლება, გადაადგილების და რამის შეხების ეშინია, ყველაფერი ხომ მერთლაც ეს
კიზს წააგავს,  თუმცა ეს ჩვეულებრივი თეთრად გადაღებილი ავეჯია, კიდეები კი შავი ზოლებით აქვს გაფორმებული.



აქ შესულმა აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ გამოსვლის დროს მართლა კარში გადიხართ თუ ეს უბრალოდ ნახატია.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები