მისი დილა ძალიან ადრე იწყება, ფაქტობრივად მზის ამოსვლამდე. იმზადებს ყავას, სვამს და თან განწყობის შესაქმნელად იწყებს ცნობილი მხატვრების ნამუშევრების თვალიერებას, უსმენს საოპერო არიებს და დროდადრო სხვადასხვა ჟანრის პოპშემსრულებლებსაც. დიდი ხელოვანების მხატვრული ტილოების თვალიერება თუ კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა, მასში დადებით ემოციებს აღვივებს და თავადაც უჩნდება ისეთი ნამუშევრების შექმნის სურვილი, რომელიც ბედნიერებას მოუტანს სამყაროს. დილით, 2-3-საათიანი მუშაობის პერიოდში, წინა დღის ნამუშევრებს უკეთებს კორექტირებას. ამის შემდეგ ისვენებს. ველოსიპედით სეირნობს. ვარჯიშის შემდეგ, შინ ბრუნდება და შემოქმედებით წვას აგრძელებს...
როგორც წესი, მხატვრების ბინა-სახელოსნოს ინტერიერი
ყოველთვის საინტერესო სანახავია, რადგან უმთავრესად აქ მასპინძლისთვის საკუთარი ხელით შექმნილი ყველაზე ძვირფასი ნამუშევრებია თავმოყრილი. ასეა ვანო აბულაძის შემთხვევაშიც. ბევრ სხვასთან ერთად, აქ არის „მუსიკოსი ქალბატონი“ და „ქალი ველოსიპედით“, მასპინძლისთვის გამორჩეულად ძვირფასი კომპოზიციები, რომლებიც შექმნის დღიდან მასთანაა და როგორც ამბობს, იმდენადაა შეჩვეული, რომ დათმობა გაუჭირდება. შინ, ინტერიერიც საკუთარ გემოვნებაზე აქვს მორგებული და სახელოსნოც. სახატავად განკუთვნილ პატარა ოთახში რომ შევიხედე, პირველი, რაც თვალში მომხვდა, კოლაჟების შესაქმნელად იატაკზე მიმობნეული უამრავი დაჭრილი ჟურნალი და პასტელების N რაოდენობა იყო...
სასაუბროდ ვსხდებით ოთახში, სადაც მხატვრის ჰაეროვანი ფერწერაა კედლებზე გამოფენილი და აქვე დგას სხვადახვა მასალით შექმნილი სირაქლემა. სანამ მისი და მხატვრობის გზის გადაკვეთაზე დავიწყებთ ლაპარაკს, ვინტერესდები, ვინ არის მისთვის ის მუსიკოსი, ვისი შემოქმედებაც განსაკუთრებულ ამაღლებულ განწყობაზე აყენებს. „განსაკუთრებულ ამაღლებულ განწყობაზე მაყენებს და ჩემს ახალგაზრდობაში „გადამაგდებს“ ხოლმე პატრიცია კაასის შემოქმედება, ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს მისი მოსმენა. ასევე 70-80-იანი წლების მუსიკა, რომელიც დღეს უკვე კლასიკადაა მიჩნეული“, - ასე მპასუხობს.
ბავშვობის წლები ბაღდათში გაატარა. ამბობს, ჯერ კიდევ ბაღის ასაკიდან ვიცოდი, რომ მხატვარი გავხდებოდიო. დედას უნდოდა, შვილი ექიმი გამოსულიყო, მამას - მასწავლებელი. სკოლაში კარგ მოსწავლედ არ ითვლებოდა, VIII კლასი რომ დაამთავრა, პედაგოგმა მამამ, რომელიც სასწავლო ნაწილის გამგე იყო, გადაწყვიტა, შვილი საოფიცრო სკოლაში გაემწესებინა, მაგრამ „გადარჩა“ - სწორედ ამ დროს ვანში მოქანდაკე დიმიტრი ყიფშიძემ ხისა და ლითონის მხატვრული დამუშავების ჯგუფი დააარსა. ოჯახისთვის საკუთარი არჩევანის სისწორე რომ დაემტკიცებინა, მალევე გახდა ამ ჯგუფის და პარალელურად ღამის სკოლის საუკეთესო მოსწავლე.
კარგი მასწავლებლის სტიმულითა და წყალობით, მათემატიკაც კი შეუყვარდა, რაც მანამდე მისთვის სრულიად გაუგებარი საგანი იყო. გაორმაგებულად მუშაობდა ფერწერაში, გრაფიკაში, კომპოზიციაში, წამით არ უნდოდა დროის დაკარგვა. თბილისში, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების სურვილი დიდი ჰქონდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ იმ დროს გავლენიანი მშობლების შვილების გარდა, იქ დიდი გაჭირვებით თუ მოხვდებოდა ვინმე. თუ ფენომენური ნიჭი გქონდა, შეიძლება შეემჩნიეთ და სტუდენტი გამხდარიყავი, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. მოკლედ, ყველაფერი კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, მაგრამ მაინც არ დანებდა.
„მამა მეუბნებოდა, ქუთაისში გეოგრაფიულზე ჩააბარე და მერე სცადე ბედი აკადემიაშიო. ვინ არ მომიგზავნა, დეიდები, ბიცოლები, მეზობლები, მეგობრები, ცდილობდა, რომ გადაწყვეტილება შემეცვალა, მაგრამ არაფერმა გაჭრა. დამპირდა მანქანას, ხავერდის კოსტიუმს, რაც მაშინ მოდაში იყო, მაგრამ არა, აზრი არაფრით შევიცვალე. მგონია, რბილი, დამყოლი ხასიათი მაქვს, მაგრამ ის მომენტები რომ გამახსენდება ხოლმე, ეჭვი მეპარება. სიმართლე გითხრათ, თბილისში წამოსვლისაც მეშინოდა, მაგრამ მაინც წამოვედი. მატარებელში ჩემი ბარგი და დიდი ტილოები რომ ამქონდა, მამა არ მომეხმარა. ალბათ ფიქრობდა, იქნებ შესძულდეს ეს საქმეო. ქვევიდან მომაძახა, არ გინდოდა წიგნები?! ათრიე მაშინ ახლა ნახატებიო (იღიმის)“.
სამხატვრო აკადემიის მისაღებ გამოცდებამდე გასაუბრებაზე ბევრს ცხრილავდნენ, ისიც ასეთ ახალგაზრდებს შორის მოხვდა და გამოცდებზე არ დაუშვეს. მამამისის მეგობარმა, რომელიც სამხედრო კომისარი იყო, 2 გაწვევა „აჩუქა“, ანუ ჯარში არ წაიყვანდნენ. ამ დროში ოჯახმა 159 მანეთი გადაიხადა და 9 თვის განმავლობაში შვილს აკადემიაში ჩასაბარებლად ამზადებდნენ. ისევ ძალიან მოინდომა, გავიდა გამოცდებზე და სამრეწველო ფაკულტეტის სტუდენტთა სიაში ქულათა რაოდენობით მესამე გახდა. მისი ნიჭი მალე შენიშნეს და დიზაინის ფაკულტეტიდან გრაფიკაზე გადასვლა ურჩიეს პედაგოგებმა. ეს ვანო აბულაძის დიდი სურვილიც იყო და ამიტომ ახალგაზრდული შემართებითა და გამბედაობით, წლის ბოლოს რექტორ გოგი თოთიბაძეს ამოიღლიავებული ნახატების დასტით, კაბინეტში მიადგა და საკუთარი სურვილი მოახსენა (მხატვარი ამ ამბავს რომ იხსენებდა, გაეღიმა, ახლა ამას ნამდვილად ვერ ვიზამდიო, დღეს რამე შენიშვნას რომ მომცემენ, გავიძურწები ხოლმე ამხელა კაციო).
რექტორმა ტელეფონით ვიღაც-ვიღაცებს დაურეკა და 15 წუთში 20-მდე კაცით გაივსო კაბინეტი. თოთიბაძემ მათ საქმის ვითარება გააცნო. თან სტუდენტის ნამუშევრები დაათვალიერებინა. მაშინ ასეთი წესი იყო, 2 წელი უნდა გესწავლა არჩეულ ფაკულტეტზე, თუ სადმე გადასვლა გსურდა, 1 წელს კარგავდი და სხვა ფაკულტეტზე გადასული ისევ მეორე კურსის სტუდენტი ხდებოდი. ანუ პირველ კურსიდან სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე გადასვლის პრეცენდენტი მანამდე არ ყოფილა, ასეთი რამ დეკანის შვილმაც ვერ შეძლო, მაგრამ ვანო აბულაძის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს და როგორც ამბობს, ეს იყო ნამდვილი სასწაული!
თუ მანამდე მშობლებსა და საკუთარ თავს უმტკიცებდა რაღაცებს, ახლა თავდაუზოგავად შრომობდა იმისთვის, რომ პედაგოგების ნდობა გაემართლებინა. ძალიან ბევრს ხატავდა კუს ტბაზე, მუზეუმებში, აბასთუმანში. დიპლომის დაცვის დროს მაშინდელმა მხატვართა კავშირისა და სადიპლომო კომისიის თავმჯდომარემ ელგუჯა ამაშუკელმა ვანო აბულაძის სადიპლომოს შეფასებისას თქვა: „ივანე აბულაძეს გაეწიოს რეკომენდაცია ახალგაზრდა მხატვართა კავშირის წევრობაზე“. დიპლომმა უმაღლესი შეფასება კი მიიღო და მხატვართა კავშირის წევრობაზეც გაუწიეს რეკომენდაცია, მაგრამ თბილისში არც სახლი ჰქონდა, არც სამსახური, ამიტომ სხვა გზა აღარ დარჩენოდა, სწავლის დასრულების შემდეგ ქუდი უნდა დაეხურა და სოფელში დაბრუნებულიყო. აქ ისევ გოგი თოთიბაძე გამოჩნდა „მხსნელად“. ის უკვე აღარ იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი, საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი გახლდათ საქართველოში, მან ვანო აბულაძე თავისთან მიიწვია. იმ პერიოდში ამაზე უკეთესი ვერაფერი მოხდებოდა, დედაქალაქში დარჩა და ნელ-ნელა აეწყო ყველაფერი. ნიჭმა, საკუთარი საქმის სიყვარულმა და პრინციპულობამ შედეგი გამოიღო.
სამწუხაროდ, პედაგოგი მამა ვერც მხატვარი შვილის დიპლომის დაცვას და ვერც შვილის სხვა წარმატებებს მოესწრო, ვანო აბულაძე მესამე კურსზე იყო, როცა ის გარდაიცვალა.
ამის შემდეგ ვანო აბულაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო - დაოჯახდა. მეუღლე ქეთევანი ფარმაცევტია, წყვილს 2 ბიჭი - გაგა და თორნიკე შეეძინა. ოჯახი თავისას ითხოვს და როცა მეუღლე და მამა ხარ, პასუხისმგებლობა მატულობს. თავდაპირველად ხშირად უწევდა კომპრომისზე წასვლა იმ თვალსაზრისით, რომ ხატავდა ისეთ ნამუშევრებს, რომელიც კარგად იყიდებოდა. თუ ახლა ერთი დღეც ვერ ძლებს ხატვის გარეშე, იყო დრო, როცა მხოლოდ მაშინ ხატავდა, როცა რამეს უკვეთდნენ. თუმცა, ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც, ასეთმა ნახატებმა შეძლეს, შეენარჩუნებინა მხატვრის მეორე და რეალური სამყარო, სადაც ახლა ბოლომდე შეუძლია საკუთარი სურვილების გამოვლენა.
ასე გაგრძელდა ორი ათეული წელი. მერე გერმანიაში სამუშაოდ მიიწვიეს. იქ 9 წელი დაყო. ეწყობოდა გამოფენები, ნამუშევრებიც იყიდებოდა, მაგრამ სულ ჰქონდა განცდა, რომ ეს ის არ იყო, რაც რეალურად სურდა. თბილისში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, რაღაც უნდა შეეცვალა. თანაც ამ დროს მისი უმცროსი შვილი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. პირველკურსელ თორნიკესთან ერთად დაჯდა და დაიწყო ისეთი ხატვა, როგორიც სურდა. „...მას შემდეგ არ გავჩერებულვარ, ბოლო 4 წელიწადში სხვადახვა თემაზე 5 მასშტაბური გამოფენა გავაკეთე. არც ერთ გამოფენაზე წინა ექსპოზიციიდან ერთი ნამუშევარიც არ გამიტანია“, - ამბობს მასპინძელი.
მხატვრებს ახასიათებთ ექსპერიმენტები და ასე დაიწყო მუშაობა პოპარტშიც.
შინ რამდენიმე ფიგურა აქვს ამ სტილში შესრულებული. მათ შორის: სირაქლემა, აქლემი, ტახი. პოპარტის ეს ნიმუშები რამდენიმე წლის წინ შექმნა, ერთ-ერთ გამოფენაზე მხოლოდ ეს ფიგურები და 3-განზომილებიანი ნამუშევრები ჰქონდა დამთვალიერებლისთვის წარდგენილი. ამ სერიაზე მუშაობის დროს ხშირად სტუმრობდა ჯართის ჩამბარებელ პუნქტებს, ნავთლუღის ბაზრობაზე არსებულ ე.წ. „ბარახლოვკას“ და მშრალ ხიდს. ასე მოზიდა სახლში: მანქანის ბენზინის ავზი, საკერავი მანქანის დეტალები, გალია, კოვზები, ნიჟარები და ამ ერთი შეხედვით ძველი და გამოუსადეგარი ნივთებისგან ააწყო ის ფიგურები, რომელიც მის ბინა-სახელოსნოს ინტერიერს თავის გამორჩეულ ელფერს სძენს.
- დღეს რაზე მუშაობთ, გაქვთ რამე სიახლე ჩაფიქრებული?
- ბოლო გამოფენაზე, რომელიც წელს გაზაფხულზე მქონდა, სამი წელი ვმუშაობდი. დაცლილი და გამოფიტული ვარ, ცოტა დრო მჭირდება „შესავსებად“, თორემ ისე ტექნიკურად ყველაფრის გაკეთება შემიძლია. დღე არ გადის, არ ვხატო, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ახლა უკვე დროს ვუფრთხილდები. უწინ ასე არ იყო. ძალიან მგრძნობიარე ვარ, ვიღაც ცოტა უკმეხად რომ მომესალმოს, განვიცდი, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, დრო სხვა რაღაცებზე არ დავხარჯო.
- ჩემთვის თქვენს ნამუშევრებში, ფერწერას ვგულისხმობ, სიმსუბუქე და ჰაეროვნება იგრძნობა, აღმაფრენის განცდას იწვევს...
- ეს ბევრს უთქვამს. სიმსუბუქე, ჰაეროვნება, ჰარმონიულობა, დახვეწილობა და რა ვიცი, კიდევ რა სიტყვებით არ მამკობენ. ალბათ ხასიათი რომ მაქვს ასეთი, უმნიშვნელო წყენასაც რომ ძალიან განვიცდი, ეს ნამუშევრებზეც აისახება. ყველა დეტალს ვაქცევ ყურადღებას. შეიძლება რომელიმე ნამუშევარზე ხელმოწერა არ მომეწონოს, ის უკვე ჩარჩოში იყოს ჩასმული, მაგრამ გავხსნი და ხელმეორედ გავაკეთებ.
- პედანტი ყოფილხართ...
- ამაში კი, თუმცა ცხოვრებაში ასეთი არ ვარ. მხოლოდ ნახატებისთვის. ეს არც სახელოსნოს დალაგებაში ჩანს, არც საჭმლის მომზადებაში და არც სხვა ყოფით საკითხებში. თითქოს ამ თვისებას სხვა რამეზე ვერ ვიმეტებ. წამებით ვანაწილებ ყველაფერს და რაც ასაკი მომემატა, დროის ფასსაც მეტად მივხვდი. ბევრ ადგილას არ დავდივარ, ხან სად მეპატიჟებიან და ხან სად, მაგრამ თუ ყველგან ვივლი, რასაც თქვენ აქ ხედავთ, აღარ იქნება, თავისით ხომ არ დაიხატება?
- შინ გაქვთ თქვენთვის აუცილებელი ყველანაირი კომფორტი და აქ გირჩევნიათ მთელი დღე გაატაროთ...
- დიახ, აქ მირჩევნია ყოფნა. შეიძლება ტრაფარეტულად და ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ თუ გინდა ამ ცხოვრებიდან ისე წახვიდე, რომ რამე დატოვო, თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. ეროვნული პრინციპებიდან გამომდინარე ვმოქმედებ, მინდა, ჩემს ქვეყანას რაღაც შევმატო. შეიძლება ლამაზად ვერ ვამბობ, მაგრამ სრულიად გულწრფელი ვარ. ამისთვის ვიხარჯები და ამით ვარ ბედნიერი!..
ანა კალანდაძე