როგორ აქციეს რძის ფერმა საცხოვრებელ სახლად 2 თვეში


ეს სახლი ადრე რძის ფერმა გახლდათ ავსტრიის გარეუბანში.
სახლის ახალმა მეპატრონეებმა კი მცირე დროში საკმაოდ შეზღუდული ბიუჯეტით სასწაული მოახდინეს და ფერმა მშვენიერ საცხოვრებელ სახლად აქციეს.
ამ სახლში ახალგაზრდა წყვილი, კეროლაინი და მარკი ცხოვრობს 4 შვილთან ერთად. ოჯახმა ამ ადგილას სახლის შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დასასვენებლად ჩავიდა. თავიდან მიზნად კოტეჯის აშენება ქონდათ, თუმცა მალე ისე შეეჩვივნენ ამ ადგილს, რომ გადაწყვიტეს საცხოვრებლად გადასულიყვნენ.



კეროლაინს და მარკს საკმაოდ შეზღუდული ბიუჯეტი ქონდათ, ამიტომაც სახლის გადაკეთებაზე აღარ უფიქრიათ, ამის დიდი საჭიროება არც იყო, რადგან
სახლში 5 ოთახი იყო და ოჯახის ყველა წევრს ერგო საკუთარი კუთხე. რემონტი კი სახლს ნამდვილად ჭირდებოდა, ამიტომაც ცოლ-ქმარს ბევრი რამის გაკეთება საკუთარი ხელით უხდებოდა. აღადგინეს ვერანდა, რესტავრაცია გაუკეთეს კარებებსაც, ავეჯი კი მეორადებში მოიძიეს.



ახლა სახლში ახალი ხის იატაკი და სამზარეულოა.



დანარჩენი ავეჯი გადაღებეს. კედლები თეთრად შეღებეს.

სამზარეულო არც ისე დიდია, თუმცა საკმაოდ მოხერხებული.



მისაღებ ოთახსა და სამზარეულოს ერთი თაღი ყოფს.



საძინებლები კი წყვილმა მოაწყო შემდეგი პრინციპით - არაფერი ზედმეტი.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები