როგორ აღმოჩნდა მსოფლიოში პირველი მოცურავე სასტუმრო ავსტრალიიდან ჩრდილოეთ კორეაში




ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი მოცურავე სასტუმრო, რომელმაც ბინა ჩრდილოეთ კორეაში დაიდო. ის მსოფლიოს ყველაზე არასასიამოვნი გარეგნობის ობოექტების სიაში აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი მომავალი ნამდვილად არ ექნება. უახლოეს მომავალში ამ გიგანტს არათუ დახურავენ, მას უბრალოდ გაანადგურებენ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ამ მონუმენტის 30 წლიანი ოდისეა იძლევა იმის უფლებას რომ ითქვას, ის ძალიან გამძლე და მდგრადი აღმოჩნდა, ხუმრობა საქმე ხომ არ არის, სასტუმრო 30 წელი დაცურავდა.



ყველაფერი კი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო და არაორდინალური დასვენების მოყვარულთ ზღაპრულ თავგადასავლებს
პირდებოდა. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე ვერ განხორციელდა, როგორც ეს ავსტრალიელ მეწარმეს, დაგა ტარკას წარმოედგინა.



კორალის რიფებზე შეყვარებულმა ავსტრალიელმა გადაწყვიტა შეექმნა მოცურავე სასტუმრო, რათა ხალხი დამტკბარიყო ამ საოცარი სილამაზით.
სულ რაღაც 2 წელიწადში მოახერხა ავსტრალიელმა ერ-ერთი კომპანიის დახმარებით 5 ვარსკვლავიანი, 7 სართულიანი სასტუმროს აშენება.



აქ იყო 200 უმაღლეს დონეზე მოწყობილი ოთახი, ღამის კლუბი, დისკო ბარი, ჩოგბურთის კორტები, აუზი და სტუმრების გასართობი სხვა მრავალი ობიექტი.



1987 წლის თებერვალში მოცურავე სასტუმრო დიდ ბარიერულ რიფს მიამაგრეს, რაც ძალიან დიდი დარტყმა აღმოჩნდა თავად რიფებისთვის, რადაგან უზარმაზარი მოწყობილობა ვერ გავიდოდა კვინსლენდის ლაგუნაში. ამის გამო რიფი სერიოზულად დაზარალდა. ეს აღნიშნული პროექტის წარუმატებლობის პირველი ნიშანი გახდა, სასტუმრო ხომ ბუნებით ტკბობისთვის იყო შექმნილი და არა მის გასანადგურებლად.



მიუხედავად ბუნების დამცველების პროტესტისა პირველი მოცურავე სასტუმროს პრეზენტაცია მაინც შედგა. ეს მოხდა 1988 წლის თებერვალში.
თუმცა არც პირველ დღეს ჩაუვლია ინციდენტების გარეშე, უცაბედად თავსდამტყდარი ტროპიკული ციკლონის გამო სასტუმროს გახსნის დღე გადაიდო. თავად სასტუმრომ კი სერიოზული ზიანი განიცადა. ყველაზე მეტად სასტუმროს აუზი და წყალქვეშა ობსერვატორია დაზარალდა, რომელიც წყლამა უბრალოდ მოგლიჯა სასტუმროს და ზღვის დინებამ წაიღო.



უსიამოვნებები ამით არ დასრულებულა, აღნიშნული შტორმის შემდეგ სასტუმროს ქვეშ 100.000-მდე ტყვია-წამალი აღმოაჩინეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩენილა. რომელი სტუმარი მოინდომებდა დენთის კასრზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაძინებას და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას? შედეგად დაცარიელებული მოცურავე სასტუმრო საბოლოოდ დაიხურა.



თუმცა მალე სასტუმრო ვიეტნამმა შეისყიდა და მან ცურვა განაგრძო. 10 წელი ერთგულად ემსახურა სასტუმრო დამსვენებლებს.
თუმცა ფინანსურმა პრობლემებმა და მოძველებულმა ანტურაჟმა აიძულა ვიეტნამი სასტუმრო გაეყიდა. ამჯერად მოცურავე გიგანტით ჩრდილოეთ კორეა დაინტერესდა.



1997 წლიდან სასტუმრო ჩრდილოეთ კორეის მფლობელობაში გადავიდა. სასტუმროს განსაახლებლად კორეელებს ერთი წელი დაჭირდათ.


თუმცა საბოლოოდ, 2013 წელს გადაწყდა, რომ სასტუმრო მოძველდა, ის აღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს და უნდა განადგურდეს, აი, ასე დასრულდა მოცურავე სატუმროს ისტორია. ზუსტად როდის მოხდება ეს ჯერ უცნობია, თუმცა სასტუმროს ბედი უკვე გადაწყვეტილია.










კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები