თანამედროვე ადამიანის გასართობი პარკებითა და ატრაქციონებით გაკვირვება ძნელია, მაგრამ არსებობს ადგილი, რომელიც ერთი ადამიანის მიერ არის შექმნილი. ეს ადგილი ვენეციის მახლობლად მდებარეობს. ამ გასართობ პარკს იტალიელი ინჟინერი 40 წელი ქმნიდა, მარტო, დამოუკიდებლად.
რაც ყველაზე მთავარია, მისი ატრაქციონები ელექტროენერგიის გარეშე მუშაობს.
ამ უნიკალური პარკის შექმნის იდეა 40 წლის წინ დაიბადა. ახალგაზრდა ბრუნო ფერინიმ რესტორნის გახსნა გადაწყვიტა, თუმცა საამისო თანხები არ ქონდა და ექსპერიმენტის ჩატარება მოიფიქრა.
ერთ დღეს მან შეიძინა რამდენიმე კილოგრამი სოსისი და ღვინო და დაიწყო შეწვა. მადისაღმძვრელმა სუნმა ხალხი მალე
ენთუზიაზმით აღტკინებულმა გადაწყვიტა რამდენიმე მაგიდის და სკამის დადგმა. რა თქმა უნდა, ლითონის ავეჯი დაჭირდებოდა. დახმარებისთვის ადგილობრივ მჭედელს მიმართა. ხელოსანს არ ეცალა, ათხოვა სამუშაო იარაღები და შესთავაზა ყველაფერი თავად გაეკეთებინა.
ბრუნო იმდენად გაიტაცა ამ საქმიანობამ, რომ გარდა საჭირო ინვენტარისა სხვა მექნიზმების გაკეთებაც გადაწყვიტა.
ასე დაიწყო სხვადასხვა კონსტრუქციების მოგონება, რითიც ბავშვები კარგად ერთობოდნენ.
ცოტა ხანში დიდების გართობაზეც დაიწყო ზრუნვა და უფრო სერიოზული ატრაქციონების შექმნა.
მისთვის მთავარი იყო ეს კონსტრუქციები ყოფილიყო ექსტრემალური და თან მაქსიმალურად უსაფრთხო.
დღესდღეობით ამ პარკში 45 ატრაქციონი ფუნქციონირებს და რაც ყველაზე მთავარია, არც ერთს არ ჭირდება ელექტროენერგია. თითოეული მათგანი ადამიანის ენერგიით იმართება.