მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა ადგილის კატარსტროფულ უკმარისობას ვერაფრით შველის.
გადატვირთული მეგაპოლისები, თავისუფალი მიწის დეფიციტი უძრავ ქონებაზე ფასებს ყოველდღიურად ზრდის. იაპონიაში უძრავი ქონება მსოფლიოში ყველაზე ძვირია. აქედან გამომდინარე იაპონელების საცხოვრებელი სახლები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. აქ ადამიანები საოცარ სივიწროვეში ცხოვრობენ, საცხოვრებელი აპარტამენტების ფართი 6-დან 13 კვადრატულ მეტრამე მერყეობს.
ყველა მხრივ იდუმალი ქვეყანა აგრძელებს დანარჩენი მსოფლიოს გაოცებას. ტექნოლოგიები თუ ყოველდღიურად ვითარდება საცხოვრებელი პირობების პრობლემას რატომ ვერ აგვარებენ?
იმის გათვალისწინებით, რომ ამომავალი მზის ქვეყანაში სახლებზე ფასები ზღვარს გადადის, მშენებლებმა შემდეგ გამოსავალს
ასეთი აპარტამენტები იაპონელ ახალგაზრდებში და უცხოელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ტოკიოში ასეთი სახლის ყიდვა თუ მოახერხა ადამიანმა ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულად ითვლება.
ასეთ პატარა სახლებში პრაქტიკულად არ არსებობს ტიხრები. გამონაკლისს მხოლოდ აბაზანა და საპირფარეშო წარმოადგენს.
იაპონელებს აქვთ ჭკვიანი უნიტაზები მრავალი ფუნქციით, იქნება ეს ჩასარეცხი წყლის რაოდენობის განსზაღვრა თუ ბიდეს ფუნქცია.
დანარჩენ კომფორტზე ყველა ინდივიდუალურად ზრუნავს.