საოცარი სთრით-არტი - ფრანგი მხატვარი მოსაწყენ კედლებს ფერად-ფერადი ნახატებით ალამაზებს


სადა, ნაცრისფერი კედლები ნამდვილად მოსაწყენად გამოიყურებოდა სანამ მას ფარნგი მხატვარი პატრიკ კომესი არ შეეხო. ეს ნიჭიერი ადამიანი უკვე 40 წელია ახალისებს ფერად-ფერადი ნახატებით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს.



მან შემოიკრიბა თანამოაზრეები და კედლების გაფერადება საფრანგეთიდან დაიწყო.



ცნობისთვის, მურალ არტი თანამედროვე მხატვრობის ერ-ერთი მიმდინარეობაა, რომელიც აბსოლუტურად ლეგალურად არის მიჩნეული. მიმდინარეობას საფუძველი მე-19 საუკუნის ბოლოს ჩაეყარა. მის მიმდევრებს მხატვარ მურალისტებს უწოდებენ, რომლებიც სხვადასხვა ქალაქების მრავალსართულიან


სახლებს აფერადებენ.



უზარმაზარი რეალისტური ფრესკები არა მარტო საცხოვრებელი სახლების, ბიზნეს ცენტრების კედლებსაც კი ამშვენებს.



პატრიკ კომესი და მისი გუნდი ძალიან
მალე ისეთი პოპულარულები გახდნენ, რომ მათ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან უამრავი მიწვევა აქვთ.



პატრიკ კომესი საგულდაგულოდ ირჩევს სიუჟეტს და ამა თუ იმ ქალაქის კულტურის და ისტორიული მომენტების მაქსიმალურად გადმოცემას ცდილობს.





























კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები