როგორ მოვაწყოთ სახლი საზეიმოდ სწრაფად და ზედმეტი ხარჯის გარეშე


საზეიმო განწყობისთვის საჭიროა საყვარელი, ახლობელი ადამიანების გარემოცვა და სადღესასწაულო ატმოსფერო – რამდენიმე დეკორატიული შტრიხი, საკუთარი ხელით შექმნილი მოსართავები და პატარა საიდულმო, რომელსაც ყოველი დიასახლისი უნა ფლობდეს. შემოგთავაზებთ სადღესასწაულო განწობის შესაქმნელ პატარა ხრიკებს.

1. სასმელები



არ აქვს მნიშვნელობა, რას აღვნიშნავთ, ახალ წელს, დაბადების დღს თუ სხვა რომელიმე ღირსშესანიშნავ თარიღს, სასმელი სადღესასწაულო სუფრაზე ყოველთვის საჭიროა. სასმელი შეიძლება იყოს ალკოჰოლური, გაზიანი ან უბრალოდ ხილის წვენი. მთავარია, როგორ მივაწვდით მას სტუმრებს.
გირჩევთ იქონიოთ ლამაზი სინი, რომელზეც დაალაგებთ სასმე3ლიტ სავსე ჭიქებს და ლამაზად გააფორმებთ, ეს
ძალიან უხდება ნებისმიერ ზეიმს.

2. სუფთა ჰაერი და ღია სივრცე



ნებისმიერი ღირსშესანიშნავი თარიღის კიდევ უფრო გალამაზება და გახლისება შეიძლება თუ საზეიმო სუფრას სუფთა ჰაერზე, ღია სივრცეში მოაწყობთ.

3. სურვილების დაფა

იმისათვის, რომ არ დაგვავიწყდეს ესა თუ ის დღე შეგვიძლია გავაკეთოთ პატარა სურვილების დაფა და მასზე გავაკეთოთ წარწერა ან თუნდაც ამ დღის აღსანიშნავი სამახსოვრო ფოტოები განვათავსოთ.

4. დღესასწაული საუზმით იწყება



საზეიმო განწყობის შესაქმნელად დილიდანვე უნდა იზრუნოთ. ლამაზად გაფორმებული საუზმე, ტკბილი ბლინები და ცხელი ყავა საამისოდ შესანიშნავი საშუალებაა.

5. საზეიმო არომატი



სხვადასხვა სახის არომატიზირებული სანთლებით სასწაული საზეიმი განწყობის შექმნაა შესაძლებელი. არომატი აბსოლუტურად თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეარჩიოთ.

6. საჰაერო ბუშტები



სახლის საზეიმოდ მოსართავი შესანიშნავი საშუალება საჰაერო ბუშტებია.
დღესადღეობით სახლის გასაფორმებელი უამრავი აქსესუარი არსებობს, რომელიც მართლაც საოცარ ეფექტს ქმნის.

7. შესაფერისი ატმოსფერო



თუ რომელიმე დღესასწაულის არატრადიციულად აღნიშვნა გსურთ შეგიძლიათ მოიწყოთ კინოს საღამო, შესაბამისად გააფორმოთ ოთახი ბალიშებითა და პატარა ხალიჩებით და თქვენ საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები