ეს ულამაზესი კამელია თითქმის 100 წლისაა - როგორც თინათინ დოლიძე გვიამბობს, მრავალი წლის წინ დარგო მისმა ბაბუამ, ოზურგეთის ოფელ მერიაში. როგორც თინათინი ამბობს, დასავლეთში კარგად ხარობს ეს ხე და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს... მრავლდება გადაწვენით, დამყნობით, ტოტით. იზრდება ძალიან ნელა და დაახლოებით 5-6 წლისა იწყებს ყვავილობას.
ცოტა რამ კამელიაზე
ანტიკურ მითოლოგიაში აღწერილია კამელიის წარმოშობის ამბავი: სიყვარულის ღმერთმა ამურმა დედამიწის ბინადარნი თავისი ისრებით დაჭრა და სატურნისკენ გაფრინდა. იქ მან ყინულის მზეთუნახავები იხილა. სამწუხაროდ, ამურის სასიყვარულო ისრებმა მათ ცივ გულებში ვერ შეაღწია.
გულდაწყვეტილმა და
შეურაცხყოფილმა ამურმა დედასთან, სიყვარულის ქალღმერთ ვენერასთან დაიჩივლა, რომ სატურნელ ქალებს ისეთი ყინულივით ცივი გული აქვთ, სიყვარული არ ძალუძთო. დედიკომ შეიბრალა შვილი და გადაწყვიტა უსულგულო ქალებზე შური ეძია - ისინი უსუნო ყვავილებად აქცია.
კამელია ჩაისებრთა ოჯახის მცენარეა, ბუჩქის სახით გვხვდება უფრო ხშირად, თუმცა არის ხის სახითაც.
კამელიის ყვავილი უმეტესად თეთრი, ვარდისფერი ან წითელია. არის რამდენიმე ყვითელყვავილოვანი ჯიშიც. უკანასაკნელ პერიოდში ვიეტნამში აღმოაჩინეს კამელია ლილისფერი ყვავილებით.
კამელიის სამშობლო იაპონიის კუნძულები სიკოკუ და კიუსიუა. აქაური კლიმატის თავისებურების გამო (მთებში დაბალი ტემპერატურა) კამელია ბუჩქივით, ზოგჯერ კი ხის სახითაც იზრდება. კამელიის ფოთლები მთელი წლის განმავლობაში მწვანე და ხასხასაა.
ამიტომ მას ხშირად საფლავების მოსართავად იყენებენ. წელიწადში ერთხელ კი, როდესაც კამელია აყვავდება, ეწყობა ფარნების დღესასწაული. ამ დღეს ტაძრებში ტარდება წირვა, ხოლო საფლავებს რთავენ კამელიებითა და ანთებული ფარნებით.
კამელიის ბუჩქებით ალამაზებენ არა მარტო ტაძრებსა და სასაფლაოებს, არამედ სკვერებს, ბაღებს და მდიდრების სასახლეებს.
იაპონელების სიყვარული კამელიისადმი აიხსნება არა მხოლოდ მისი სილამაზით, არამედ პრაქტიკული მოსაზრებითაც. პარფიუმერიასა და კოსმეტიკის მრეწველობაში კამელიის თესლების ზეთს იყენებენ საუკეთესო პომადების დასამზადებლად, ფოთლების ნახარში კი თმისთვის უებარი ელექსირია, რომელიც მას ბზინვარებას ანიჭებს და თან არომატულიცაა. კამელიის ქერქსა და ფესვებს იყენებენ მედიცინაშიც, კუჭ-ნაწლავის დარღვეული ტრაქტის მოსაწესრიგებლად.
ცნობილია, რომ კამელიისგან ჩაის ამზადებენ - ჩინური კამელიის ფოთლებისგან ან ინდური კამელიისგან.
საფრანგეთში კამელიას ისეთივე აჟიოტაჟით შეხვდნენ, როგორც თავის დროზე ტიტებს - ევროპაში. კამელია დიდგვაროვანთა და მდიდართა ყვავილად და ძვირფას საჩუქრად მიიჩნეოდა.