ბავშვობაში ყველას აქვს ოცნებები და ფანტაზიები, რომლებსაც ხშირად ვერ ასხამენ ხოლმე ხორცს და ზრდასრულებსაც შემორჩებათ ხინჯად. ამერიკელმა დიზაინერმა ლაურა მედიკუსმა, რომელსაც თურმე მთელი ბავშვობა საიდუმლო ოთახი უნდოდა, თავის მოზარდ შვილს ბავშვობაშივე აუხდინა იგივე ოცნება.
ლაურა ამბობს, რომ ჩაკეტილი ბავშვი იყო და სულ ეძებდა საიდუმლო ადგილებს, სადაც თავს შეაფარებდა და თავის ფიქრებთან მარტო დარჩებოდა. ახლა, როცა თავად არის დედა და ხედავს, როგორ სურს მის მოზარდ გოგონას განმარტოება წიგნით ხელში ან ისე, უბრალოდ, ფიქრისთვის, ტელევიზორის საყურებლად და ა.შ., გადაწყვიტა, დაეხმაროს ამაში. თანაც,
სილვიასაც თურმე თავგადასავლები იზიდავს მასავით და უყვარს ფანტაზიორობა.
დედამ მას გაუკეთა ნამდვილი განმარტოებული კუთხე, სადაც გოგონას სულ მარტო შეუძლია ყოფნა.
მედიკუსების ოჯახი 1938 წელს აგებულ სახლში ცხოვრობს, თუმცა ახალმა მფლობელებმა სივრცე ხელახლა გადაანაწილეს და ორ საძინებელს შორის აღმოჩნდა დიდი კარადა-გარდერობის ოთახი, პატარა საკუჭნაოს ზომის, რომელიც მხოლოდ მშობლების საძინებლიდან იხსნებოდა.
სწორედ ამ სივრცის გამოყენება გადაწყვიტა ლაურამ. მშობლების საძინებლის მხრიდან კარადაში შესასვლელი ჩაკეტეს, გოგონას საძინებლიდან კი კედელი გახსნეს. კარადა ისევ დადგეს, ოღონდ საიდუმლო კარივით გაუკეთეს - ანუ კარადის კარის გახსნის შემდეგ (სადაც გოგონას ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი ინახება), გოგონა ხვდება კედელთან, რომელშიც კიდევ ერთი კარია გაჭრილი და იქიდან გადადის საიდუმლო ოთახში.
კარადა თეთრად შეღებეს და გარედან ჩვეულებრივი კარადაა, რომელიც გოგონას საძინებელში დგას. სინამდვილეში კი ის საიდუმლო სივრცეში გამავალი საიდუმლო კარია. მართლაც სანატრელი ნებისმიერი ბავშვისთვის.