ნიაზ დიასამიძის თელავური ნავსაყუდელი, ვახო ბიჭიკაშვილის ოჯახური სამყარო და მარიკა თხელიძის თეთრი სახლი - კიდევ რას ნახავთ ჟურნალ "შინ"-ის ახალ ნომერში?

გამოვიდა ჟურნალ "შინ"-ის 24-ე, გაზაფხულივით ფერადი, საინტერესო რჩევებითა და ინტერვიუებით დახუნძლული ნომერი.
ტრადიციულად ამ ნომერში შეხვდებით ცნობილი ადამიანების სახლებს:
ნიაზ დიასამიძის და მისი მეუღლის გემოვნებით მოწყობილ სახლს თელავში. ნიაზის მიერ ხის მასალით გაკეთებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

იუმორისტ ვახო ბიჭიკაშვილისა და მისი ცოლის, ჟურნალისტ სოფო რევიას ოჯახურ სამყაროს, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობენ. მაია ბარათაშვილის ბავშვობის მოგონებებით გაჯერებულ მშობლებისეულ სახლს, რომელთანაც დიდი მოგონებები და ტკივილი აკავშირებს.

გიორგი კალანდიას ორ "შინს" - სახლს და ხელოვნების მუზეუმს, სადაც ინახება ყველა ის
ნივთი, რომელიც მისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. მარიკა თხელიძის თეთრ სახლს, რომლის ერთი ოთახიც მისი შვილის ხელითაა "მოხატული".

პეტრე კოლხის, იმავე პეტრე კვარაცხელიას ნავსაყუდელს ერთაწმინდაში, რომლის ხათრითაც თბილისი დატოვა და საცხოვრებლად კასპში გადავიდა. 

მამუკა ცეცხლაძის სახლ-სახელოსნოს საგურამოში, სადაც თითქმის 2 წელია მხატვარ მეუღლესთან და ერთ-ერთ შვილთან ერთად ცხოვრობს. მათ ვერაზე პატარა სივრცე ჰქონდათ, თბილისიდან საგურამოში გადასვლის მიზეზიც ქალაქს მოშორება, მეტ სიწყნარეში, თავისუფლებასა და დიდ სივრცეში ხატვის სურვილი იყო. 

გარდა ამისა, "შინ"-ის ფურცლებიდან ინტერიერის დიზაინერი მოგცემთ რჩევებს სახლის უკეთ მოსაწყობად, გაეცნობით ოქროს წესებს ოთახის მცენარეების სწორად მოსავლელად, ნახავთ 2021 წლის მოდურ და ტრენდულ ავეჯს, ორიგინალურ ბინებს, კერამიკული ფილებით შექმნილ სივრცეს, ქალაქიდან სოფლად გადასახლებული მასწავლებლის მეურნეობას, იდეებს ეზოს მოსაწყობად, და ბევრ საინტერესო თემას, რომელთან ერთადაც საღამოებს სასიამოვნოდ გაატარებთ.




ციცი ომანიძე

კომენტარები

თელაველი 2021-03-31 15:21
ძააან ძააან მაგარი ხარ...... მაგრამ თელავში საიდან ??
ყოჩაღ ........ გესმის საქმე, კაი ადგილი აგირჩევია......
შორენა 2021-03-29 21:48
ნიაზი ___ თვითმყოფადი!
წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი!
შორენა 2021-03-29 21:47
ნიაზი ___ თვითმყოფადი!
წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი!
სტეფანია 2021-03-26 17:17
ნიაზი გადაწონის მთელ ქართულ შოუ -ბიზნესს. მან თქვა ახალი სიტყვა-ორიგინალური, ეროვნული და ყველასთვის გასაგები, თან ვარსკვლავობაზე პრეტენზიის გარეშე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები