ბზისგან დამზადებული არყის სერვიზი, ანტიკვარული ბუფეტი, პრიზი „იპო“, რუსთაველის თეატრის 1988 წლის მაისის აფიშა ხელმოწერებით - ამ და კიდევ ბევრ საინტერესო ნივთს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობის ბატონი ჯემალ ღაღანიძის სახლში შეხვდებით. მასთან სტუმრად მისულებმა სწორედ მსახიობისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე რელიკვიაზე ვისაუბრეთ.
- 33 წლისა ვიყავი, ოჯახი რომ შევქმენი. ხელისმომკიდეებიდან ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, ლეგენდარული ფეხბურთელი მიშა მესხი იყო. მას ქართველ პელეს ეძახდნენ. მიშა თეატრის მოყვარული კაცი იყო, ხშირად დადიოდა პრემიერებზე. უყვარდა თეატრალურ ინსტიტუტში ჩვენს სპექტაკლებზე დასწრება. ერთხელ საკურსო დადგმის სანახავად მოსული,
სპექტაკლის შემდეგ გავიცანი. მალე დავმეგობრდით კიდეც. რამდენჯერმე მიშამ მსახიობი მეგობრები დაგვპატიჟა პრემიერის შემდეგ და კარგადაც გვაქეიფა. საერთოდ, უყვარდა სუფრა და ქეიფი. სწორედ იმ პერიოდში, როცა ცოლი მოვიყვანე, მოდური იყო ხის ნაკეთობები. რუსთაველის თეატრის გვერდით სამხატვრო სალონში ლამაზი ნივთები იყიდებოდა. მგონი, მიშამ იმ მაღაზიაში შეიძინა ბზისგან დამზადებული არყის სერვიზი, რომელიც ქორწილში გადმომცა საჩუქრად. ძალიან ვუფრთხილდები, მიყვარს ეს საჩუქარი და დღემდე შენახული მაქვს.
- ამ ლამაზ და ძველებურ ბუფეტზე რას იტყვით?
- ოჯახის შექმნის შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ანტიკვარული ნივთები შეგვეძინა. ამგვარი ნივთები აინტერესებდათ გურამ საღარაძისა და რამაზ ჩხიკვაძის მეუღლეებსაც. ერთხელ ტანია, ნატაშა, ლენა და ჩვენ - გურამი, რამაზი და მე, ერთად წავედით კიევში გასტროლებზე. ისე მოხდა, რომ ყველანი გურამის მანქანით ჩავედით უკრაინაში. როგორღაც ჩვენმა ქალბატონებმა გაარკვიეს, რომ კიევის გარეუბნის ერთ დასახლებაში იყიდებოდა ანტიკვარული ბუფეტი და საკმაოდ იაფი ღირდა. ავდექით და ყველანი გურამის მანქანით დავადექით გზას. სადღაც სოფელში სახლს მივაგენით. ლამაზი, მაგრამ სარესტავრაციო კარადა დაგვხვდა. პატრონმა რომ გაიგო, რისთვის ვიყავით მისულები, გაგიჟდა - რას მეუბნებით, მე არაფერს ვყიდიო. მაგრამ ქალებმა მაინც დაითანხმეს. წამოვიღეთ საოცრად მძიმე ბუფეტი და მას შემდეგ, ჩვენს სახლში დგას.
- თქვენს პრემიებს შორის გამოარჩიეთ „იპო“, გვიამბეთ მასზე...
- დიახ, ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე არაერთი პრემია თუ საჩუქარი მიმიღია. მათგან გამორჩეულია „იპო“ - საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრიზი. ეს არის თოჯინა არღნით ხელში, იპოლიტე ხვიჩიას გმირის გამოსახულება ცნობილი ფილმიდან „არ იდარდო“. ამ დიდებულ მსახიობთან ერთად ბევრ სპექტაკლსა და ფილმში ვმონაწილეობდი. იპოლიტეს შევხედავდი თუ არა, ცუდ ხასიათზეც რომ ვყოფილიყავი, გუნებაზე მოვდიოდი. ძალიან მიყვარდა. თვითონ იტყოდა ხოლმე, პანაშვიდზე ვერ შევსულვარ, ყველას ეღიმება და ზოგი სიცილს იწყებსო. „ფეოლას“ ვიღებდით და მახსოვს, ფილმის მონაწილე ერთ ბავშვს ბაბუა გარდაეცვალა. წავედით სამძიმარზე, იპოლიტე დაინახეს თუ არა, ხალხს სიცილი წასკდა. ჩვენ ვძმაკაცობდით და მეამაყება, რომ იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი მაქვს.
- რაც შეეხება თითების ქანდაკებას...
- ერთ მშვენიერ დღეს სახლში გვესტუმრა მოქანდაკე ქალბატონი და მე და ჩემს მეუღლეს თავისი ნაფიქრი გაგვიმხილა. სურვილი ჰქონდა, რომ დაამზადებდა ფიგურას, რომელიც ასახავდა ჩვენს შეუღლებას. ეს არის ერთმანეთში გადაჭდობილი მამაკაცისა და ქალის ხელის თითები. ამ შემთხვევაში, ჩემი და ლენას ხელის მტევნების ნატურალური ზომაა აღებული. ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია და მან თავისი ადგილი დაიმკვიდრა ჩვენს ბინაში.
- თქვენს სახლში, ბუნებრივია, ბევრი აფიშაა. რომელს გამოარჩევდით?
- როცა ჩემი შვილიშვილი სანდრო დაიბადა, რუსთაველის თეატრთან ერთად გასტროლებზე ვიყავი ლენინგრადში. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ვთამაშობდით სხვადასხვა სპექტაკლს, რისი ამსახველი აფიშაც კედელზე კიდია. ჩემთვის ძვირფასი აფიშაა, რადგან მასზე მილოცვები და ხელმოწერებია ყველა იმ მსახიობის, ვინც მაშინ იქ იყო. დღეს, ჩემი შვილიშვილი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე რუსთაველის თეატრის მსახიობია. ჩვენ ერთად პირველად ვითამაშეთ სპექტაკლში „უფლისწული და მათხოვარი“. ჩემთვის ეს აფიშაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომელსაც დავაწერე: „ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ რუსთაველის თეატრის სცენაზე ერთად ვითამაშეთ, ჯემალი“.
- თქვენთვის ძვირფას ნივთებს შორის არის ჩარჩოში ჩასმული ლექსი, რომელსაც ჯანსუღ ჩარკვიანი აწერს ხელს...
- მსახიობებს ბევრი მეგობარი გვყავს და გვყავდა. ბედნიერი ვარ, რადგან ჯანსუღ ჩარკვიანთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა. ერთმანეთს პატივს ვცემდით და გვიყვარდა. ჯანსუღის მიერ ნათარგმნი ერთ-ერთი პიესა რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუამ დადგა. მაშინ თეატრში ახალი მისული ვიყავი, იმ დროს დაიწყო ჩემი და ჯანსუღის მეგობრობაც. მისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი.
75 წლისა რომ გავხდი, იუბილეზე ეს ლექსი მომიძღვნა:
„75 წლის ჯემალ ღაღანიძეს
ვერცა წლებმა ვერ დაგღალეს,
ღვთითბოძებული ხატი ხარ,
კვლავ ძველებურად ღაღანებ,
კვლავ ძველებურად ანთიხარ.
შენი სახელი გვჭირდება,
ვით თბილისს ძველი აშუღი,
ქართული სცენის დიდებავ,
შენ გენაცვალოს ჯანსუღი.
2008 წლის 20 აპრილი. მარად შენი - ჯანსუღი“.
სხვათა შორის, რობიკო სტურუამ თავისი პირველი სპექტაკლი ბლაჟეკის „მესამე სურვილი“ 1963 წელს დადგა რუსთაველის თეატრში და ერთ-ერთი როლი მეც მათამაშა. მაშინ რეჟისორს ახლოს არ ვიცნობდი. ჩემზე ასაკით უმცროსი რობიკო თავის კურსელებთან მეგობრობდა. სპექტაკლის პრემიერის შემდეგ მან მომწერა: „კმაყოფილი ვარ თქვენთან მუშაობით. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ერთმანეთს კვლავ შევხვდებით“... ის წერილიც შენახული მაქვს.
ნანული ზოტიკიშვილი