რისი თქმა შეუძლია საძინებელს თქვენ შესახებ - ფსიქოლოგების ახსნა

სახლი ჩვენი ცხოვრების სარკეა. ჩვენ ირგვლივ არსებული გარემო მიუთითებს ჩვენს პიროვნებაზე. ყველაზე კარგად ჩვენზე ჩვენი საძინებელი მეტყველებს. ეს ხომ სახლის ყველაზე ინტიმური ადგილია, სადაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით, ყოველგვარი სოციალური ნიღბის გარეშე და ვართ ის, რაც რეალურად ვართ. ამიტომაც საძინებლით ადამიანის ფსიქოლოგიურ ტიპზე მსჯელობა აბსოლუტურად შესაძლებელა.

ტოტალური კონტროლი

ასეთი საძინებელი იდეალურად გამოიყურება, გეგონებათ ჟურნალში რეკლამისთვის არის გამზადებული. და არა მხოლოდ სტუმრების დასანახად არის ასე მოწესრიგებული, სულ ასეა. იდელურად სწორად გადაფარებული გადასაფარებელი, არც ერთი ნამცეცი ზედმეტი იატაკზე, ტუმბოსა თუ სარკეზე. ფარდებიც
კი იდეალურად სიმეტრიულად არის გასწორებული. ერთი სიტყვით, ასეთი საძინებლის პატრონი ქალბატონი სრულყოფილებაა.

რას ნიშნავს ეს

მსგავსი გარემო მიუთითებს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების ყველა დეტალის აბსოლუტურ კონტროლზე, პირადი ურთიერთობის ჩათვლით. კონტროლში ცუდი არაფერია, ეს გახლავთ საკუთარი თავის გარშემო უსფართხო გარემოს შექმნას. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა, კონტროლმა არ უნდა მოიცვას მთელი თქვენი არსება. სპონტანურობის გარეშე ცხოვრება საკმაოდ უინტერესო ხდება და თითქოს აზრს კარგავს. ხანდახან სიურპრიზი საჭიროა, ის ადამიანს ახალისებს და აბედნიერებს. ეცადეთ ნაწილობრივ მაინც მიყვეთ ცხოვრების დინებას და ყველაფერი წინასწარ არ გათვალოთ და დაგეგმოთ. ნახავთ რამდენი ენერგია დაგრჩებათ თავისუფალი.


არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული
ასეთ საძინებელში, როგორც წესი, იმაზე მეტია ნივთია, ვიდრე რეალურად სჭირდება ადამიანს. ყოველი კუტხე-კუნჭლია გადატენილია. ასეთ საძინებელში აუცილებლად იქნება არეულობა თუნდაც ადგილის უკმარისობის გამო.

რას ნიშნავს ეს
გადატვირთული საძინებელი ნიშნავს იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში არის ისეთი დეტალები, რომელიც თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს, თუმცა თქვენ პრობლემის გადაწყვეტას ყოველთვის გადადებას ამჯობინებთ, ქვეცნობიერად კი დარწმუნებული ხართ, რომ ეს პრობლემა როგორღაც თავისთავად მოგვარდება. არეული ოთახი თქვენს ცხოვრებას ნიშნავს, თქვენი ყურადღება კონცენტრირდება არულობაზე ოთახში, რაც გაძლევთ საშუალებას თავი აარიდოთ პრობლემებს სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში.
ბევრი ნივთი კი ერთგვარი ფარია, რომლის მეშვეობითც თავდაცვას ცდილობთ. ეცადეთ თავიდან მოიშოროთ უსარგებლო ნივთები.

უკმაყოფილო საკუთარი ცხოვრებით

თუ საძინებელში არის ნივთები, როგორიც არის მაგალითად ტელევიზორი, კომპიუტერი, საწერი მაგიდა და ტრენაჟორიც კი, ე.ი. ეს არ არის მარტო საძინებელი, ეს ნივთები ხომ ძილისთვის არ არის განკუთვნილი.

რას ნიშნავს ეს
მსგავსი ატმოსფერო ხელს უშლის ადამიანს დაძინებასა და სრულფასოვან დასვენებაში. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სივრცისადმი ასეთი მიდგომა მიუთითებს ადამიანის ქვეცნობიერ შიშზე პირად ურთიერთობებში, როდესაც ადამიანს არ უნდა დაძინება რაღაცის შიშის გამო.
ეცადეთ გათავისუფლდეთ ყველაფერი ზედმეტისგან და დაარწმუნოთ საკუთარი თავი იმაში, რომ საძინებელი არის ადგილი, სადაც უნდა მოდუნდეთ, დაისვენოთ და განთავისუფდეთ ზედმეტი ნეგატივისგან.

დისბალანსი ურთიერთობებში
ასეთი საძინებელი შესაძლოა არ იყოს ჰარმონიული დიზაინის ან დაგეგმარების კუთხით. შესაძლოა საწოლთან იყოს მხოლოდ ერთი ტუმბო ან საწოლის ერთ მხარეს იყოს უფრო ვიწრო შესასვლელი, ვიდრე მეორე მხარეს.

რას ნიშნავს ეს
ეს დამოკიდებულია იმაზე, ვის უფრო მეტი ძალაუფლება აქვს ურთიერთობაში, რაც არც არის ცუდი, მაგრამ თუ ატყობთ, როიმ ეს დეტალები დისბალანსს გიქმნით, ეცადეთ რამე შეცვალოთ.

სირთულეები გადაწყვეტილების მიღების დროს


საძინებელი გამოიყურება ისე, თითქოს რაღაც აკლია. მაგალითად, ვერაფრით დაასრულეთ რემონტი ან ვერა და ვერ შეიძინეთ შესაფერისი გადასაფარებელი, ფარდა ან ნახატი.

რას ნიშნავს ეს
ვისაც ასეთი საძინებელი აქვს, იმ ადამიანს ძალიან უძნელდება და ეშინია გადაწყვეტილებების მიღება. ფერი რომ მობეზრდეს, კარგი რომ არ გამოვიდეს და ა.შ. ეს ლოგიკა ვრცელდება თითქმის ყველაფერში. ნუ შეუშინდებით პასუხისმგებლობას, შეცდომები ყველას მოსდის და ეს არ არის ტრაგედია. თუ რამე არ მოგეწონბათ, მოგვიანებით შეცვლით. ფსიქოლოგები გირჩევენ აიყვანოთ თავი ხელში, ღრმად ჩაისუნთქოთ და ერთხელაც მიიღოთ სერიოზული და გადამწყვეტი გადაწყვეტილება. ნახავთ, ცხოვრება მშვენიერია და ცვლილებები ცუდი არ ყოფილა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები