საუკუნეების წინ თბილისს მდიდრულად მოწყობილი სადარბაზოები ამშვენებდა, რომლებიც უმეტესად სოლოლაკში, ჩუღურეთსა და ვერაზე გვხვდებოდა. მათ მოხატვაზე კი ძირითადად უცხოელი ოსტატები, მხატვრები მუშაობდნენ.
დღეს თბილისში ადგილობრივების და ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს ეს ძველი და ისტორიული შენობები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებენ. ერთ-ერთი ასეთი უნიკალური შენობა მაჩაბლის 17 ნომერში მდებარეობს.
სახლი 1908 წელს, თბილისში მოღვაწე არქიტექტორ ღაზარ სარქისიანის პროექტით აშენდა. როგორც ცნობილია, ღაზარ სარქისიანმა პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტი დაამთავრა და თბილისში ჩამოვიდა. ის ქართული, თბილისური მოდერნის ფუძემდებელად მიიჩნევა. იყო საქართველოს სამხატვრო
აკადემიის აკადემიკოსი. მის მიერ არის დაპროექტებული მარჯანიშვილის თეატრის შენობა, ბამბის რიგი, თბილისის 43-ე შრომითი სკოლა, სახლები გრიბოედოვის, მარჯანიშვილის ქუჩებზე, რევოლუციამდელ თბილისში, ყველაზე დიდი საცხოვრებელი სახლი ქალაქში - მანთაშოვის საცხოვრებელი.
ღაზარ სარქისიანი თბილისში მისმა მეგობარმა, ვაჭარმა მიხეილ კალანტაროვმა სწორედ ამ შენობის ასაგებად ჩამოიყვანა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ.
სახლს მეორე შესასვლელი უკანა ეზოდან აქვს, რომელიც ბაღში შედის, სადაც კალანტაროვმა შვილების სახელზე ხუთი კვიპარისის ხე დარგო.
ოფოციალურად არ დასტურდება, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ სოფლიდან ჩამოსვლის შემდეგ მხატვარი ნიკო ფიროსმანი სწორედ ამ სახლში, კალანტაროვების ოჯახში ცხოვრობდა.
შემდეგში, როგორც ძველი ცნობებიდან ირკვევა, ბერიას გადაწყვეტილებით, ვინაიდან მაშინდელი ცეკას შენობა მდებარეობდა სწორედ მაჩაბლის ქუჩაზე, ამ ქუჩაზე უნდა ეცხოვრათ ენკავედეს (ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო) წარმომადგენლებს. ამდენად, გასაბჭოების შემდეგ მოხდა პირველი მოსახლეების გასახლება და მათ სახლებში შეასახლეს ამ ფენის წარმომადგენლები. მათ შორის იმ სახლშიც, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ამ სახლში თავად ბერია დასახლდა. გარკვეული პერიოდი აქ ცხოვრობდა, შემდეგ კი მაჩაბლის 11 ნომერში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც საგანგებოდ ააშენებინა. სახლის სარდაფი არაერთი იმ შავბნელი საქმეების მომსწრე გახდა, რასაც ბერია იმ პერიოდში ახორციელებდა. გადმოცემით, სახლის სარდაფში საქართველოს არაერთი ცნობილი ინტელიგენტი იყო დატუსაღებული.
დღეს სადარბაზო აღმოსავლურ, ზღაპრულ სასახლეს მოგვაგონებს. კედლებს შეისრული თაღები ამშვენებს, რომელიც ფერადი ორნამენტებით არის გაფორმებული. სადარბაზოს ჭერი მარმარილოთია მოპირკეთებული და თუ ამ ჭერის ქვეშ დადგები, საოცარი სანახაობის მომსწრე გახდები. თითქოს ფერებში იკარგები და მისი ნაწილი ხდებით. წამიერად ძველ თბილისში ბრუნდები, პერიოდში, როცა ეს დიდებული სახლი აშენდა.
2013-2014 წელს სადარბაზოს რესტავრაცია ჩაუტარდა. როცა თბილისის დათვალიერებას გადაწყვეტთ, ამ ადგილის ნახვა არ დაგავიწყდეთ.
ფოტოს ავტორი თაკო სონღულაშვილი
მერი ბლიაძე