ბალახით მოწყობილი სახურავი - სკანდინავიელებმა ძველ ტრადიციას ახალი სიცოცხლე შთაბერეს


სკანდინავიელები ოდითგანვე დიდ პატივს სცემენ ბუნებას და ცდილობენ ის რაციონალურად გამოიყენონ. უბრალო ბალახიც კი უმაღლეს რანგში ჰყავთ აყვანილი და არა იმის გამო, რომ ის ცხოველების საყვარელი საჭმელია, არამედ იმიტომ, რომ ბალახი მათთან მყუდრო და საიმედო სახლთან ასოცირდება. გაგიკვირდათ ალბათ, მაგრამ სწორედ ბალახს იყენებენ სკანდინავიელები სახლის აშენების დროს.


სკანდინავიურ ლანდშაფტში დღესაც შეხვდებით მრავალ სახლს, რომელიც ბალახით, იგივე ცოცხალი სახურავით არის წარმოდგენილი და განსაკუთრებული ტექნოლოგიით იქმნება. ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა.

სკანდინავიური მკაცრი კლიმატი მოსახლეობას თავის წესებს კარნახობ

და. ადამინები იძულებულები იყვნენ შეექმნათ მაქსიმალურად თბილი და სანდო სახლი. საამისოდ კი ბუნებრივ მასალებს იყენებდნენ. ბუნებრივ მასალებში შედიოდა არა მარტო ხე, თიხა და ქვა, არამედ ბალახიც, რაც საბოლოოდ სკანდინავიური სახლის ერთ-ერთ მთავარ მასალად იქცა.

ადამიანები ძალიან უფრთხილდებიან ამ ტრადიციას და ეს გასაგებიც არის, რადგან გარდა ესთეტიური მხარისა, ის საკმაოდ ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთაა.

იმისათვის, რომ სახლის სახურავს გაეძლო არცთუ მსუბუქი მიწისთვის, იქმნებოდა ქვის ან ხის მყარი და საიმედო, გამძლე კონსტრუქცია, რომელზეც იდებოდა თიხის სქელი, დაახლოებით 10 სმ ფენა. სწორედ ეს გახლავთ მთავარი თბო და ჰოდროიზოლაციის წყარო. ამის შემდეგ იწყება ბალახზე ზრუნვა, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება და ამშვენებს სკანდინავიურ სახლებს.


ასე იქმნება ცოცხალ სახურავზე ინდივიდუალური ეკოსისტემა. ასეთი სახურავი ზამთარში სითბოს ინარჩუნებს, ხოლო ზაფხულში - მზის მცხუნვარე სხივებისგან იცავს სახლს. ძლიერი წვიმების დროს კი სახურავი შემწოვ ღრუბლად გადაიქცევა ხოლმე, რომელიც იკავებს წყალს.


და კიდევ, თუ სახლში შინაური ცხოველები ჰყავთ, ამ სახურავის მოვლას არაფერი სჭირდება, ისინი ცოცხალი ბალახის საკრეჭის ფუნქციას ითავსებენ.
მიუხედავად ძალიან ბევრი დადებითი ფაქტორისა, მსგავსი სახურავის გაკეთების ფუფუნება პლანეტაზე ბევრ ქვეყანას როდი აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ ასეთ სახურავს განსაკუთრებული ნიადაგი სჭირდება. ბალახს ნესტი უნდა, სკანდინავიაში კი, განსკუთრებით ნორვეგიაში, ამის პრობლემა ნამდვილად არ არის და ბალახი თავს შესანიშნავად გრძნობს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები