"როცა კორპუსს ორ სართულს დააშენებ და ძირს გამოუთხრი, შედეგად ამას მიიღებ" - რას ჰყვება არმაზ ახვლედიანი, რომელიც ჩამონგრეული კორსპუსის წინ ცხოვრობს

არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე იმ კორ­პუ­სის წინ ცხოვ­რობს, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს.

ის არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მომ­ხდა­რი კორ­პუს­ზე არ­სე­ბულ უკა­ნო­ნო და­შე­ნე­ბა­სა და სა­დარ­ბა­ზოს პირ­ველ სარ­თულ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

"შეძ­რუ­ლი ვარ იმით, რაც ხდე­ბა ბა­თუმ­ში. ჯო­ჯო­ხე­თია და ბა­თუმ­შიც ჯო­ჯო­ხე­თი მო­ა­წყო ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. დად­გინ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი ჩა­მონ­გრე­ვის, მაგ­რამ ეს ჯო­ჯო­ხე­თი არ დას­რულ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ არ დას­რულ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი ურ­ბა­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. არა­ვინ კი­თხუ­ლობს რა შენ­დე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა 5 სარ­თუ­ლი იყოს გან­სა­ზღვრუ­ლი და იმა­ზე კი­დევ 3
და­ად­გა. ასე­თი შემ­თხვე­ვა ბა­თუმ­ში ბევ­რია.

ეს კორ­პუ­სი ჩემს წინ არის. ძვე­ლი საბ­ჭო­თა კორსპუ­სია. გუ­შინ მე ვი­ყა­ვი ბა­თუმ­ში და ამ კორ­პუ­სის კუ­თხე­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი იყო გა­მო­შიგ­ნუ­ლი. არ შე­ი­ლე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ასეთ ფარ­თად გა­და­აქ­ციო, რო­დე­საც არ ით­ვა­ლის­წი­ნებ მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რას გა­უძ­ლებს, რას - არა. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ მი­წისძვრის შემ­თვე­ვა­ში ბა­თუ­მი მი­წას­თან გას­წორ­დე­ბა, რად­გან ყველ­გან უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბია.
განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

ჟორა-ს! 2021-10-15 20:54
მერე სად იყავი შენ ბატონო არმაზ?

კომენტარის დამატება